თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი “State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა

თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი “State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა

access_time2020-09-17 10:01:55

თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა. ფორუმი ორგანიზებული იყო აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.
ფორუმმა თავი მოუყარა IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.


COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი გაიმართა უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ისაუბრა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შეუერთდა. ღონისძიების პირდაპირმა ეთერმა საშუალება მისცა თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ედევნებინა თვალი ფორუმის მსვლელობას.


ფორუმის მთავარი მომხსენებელი იყო პროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი.
StrategEast State and IT Eurasian Forum - ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იყო შემდეგი თემები:



● შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი;
● საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია;
● ციფრული მდგრადობა;
● ტექნოლოგიური განათლება;
● მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება;
● ხელოვნური ინტელექტი;
● IT ინდუსტრია საქართველოში;
● სტარტაპები;
● ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი;
● გლობალური განვითარების სააგენტოების როლი IT ინდუსტრიაში.


წელს ფორუმის წამყვან თემად შეირჩა "ტექნოლოგია, როგორც წამალი" - ფორუმის მონაწილეებმა IT ინდუსტრია განიხილეს, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.


(NS)





ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა
access_time2020-09-20 13:00:45
ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც. ოქტომბრიდან სიმინდის მოსავლის აღებაც დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ნათესი ფართობების მატების გამო გაზრდილია მოსავლის რაოდენობა. სახელმწიფო პროგრამების ჩართულობით დაიხვეწა ცოდნა და მოსავლის მოვლის კულტურა. წელს მარცვლოვანი კულტურების შესანახად 84 000 კვ.მეტრზე სასაწყობო ფართობი აშენდა. „სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ ყველა მნიშვნელოვანი...

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს

Mitsubishi მომხმარებელს 10-წლიან გარანტიას შესთავაზებს
access_time2020-09-20 14:50:37
საავტომობილო ინდუსტრიის საუკეთესო გარანტია იმედს იძლევა, რომ მომხმარებლები Mitsubishi-ს სადილეროებში მეტს იაქტიურებენ. Mitsubishi ავსტრალიისთვის 10-წლიანი ქარხნული გარანტიის წარსადგენად ემზადება. ეს შეთავაზება გარანტიის ამჟამინდელ ხანგრძლივობას ორჯერ გაზრდის. ახალმა ინიციატივამ ბრენდი, გაყიდვის შემდგომი სერვისების თვალსაზრისით, ინდუსტრიის მაღალ საფეხურზე უნდა ასწიოს. ახალი გარანტია 200 000 კილომეტრამდეა შეზღუდული და 10 წლის პერიოდს ითვალისწინებს. მიმდინარე შეზღუდვა კი 100 000...


მსგავსი სიახლეები

up