CACTU2 CyberFest -თბილისში პირველად კიბერფესტივალიგაიმართება

CACTU2 CyberFest -თბილისში პირველად კიბერფესტივალიგაიმართება

access_time2019-11-15 15:13:08

16 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისში პირველი კიბერფესტივალი CACTU2 CyberFest გაიმართება.ფესტივალი კომპანიის CACTU2 ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია მთაწმინდის პარკი. ფესტივალს მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბი Underwheel-ი უმასპინძლებს. ფესტივალზე დასწრება უფასოა.


ღონისძიების პარტნიორები არიან Monaspa, საქართველოს კომპიუტერული თამაშების და კიბერსპორტის ფედერაცია და ილიაუნის ფაბლაბი. ღონისძიებას დაესწრებიან სპორტცმენები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან, მათ შორის მოჭიდავეები, ძიუდოისტები და ა.შ.


ღონისძიებაზე კომპანია CACTU2-ის წარმომადგენლები ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიას კომპანიის პრეზენტაციას წარუდგენენ და სამომავლო გეგმებს გააცნობენ. მათ შორის, ფესტივალის ფარგლებშივე დაანონსდება ზამთრის ჩემპიონატი და ონლაინრეგისტრაცია გამოცხადდება.


CACTU2 CyberFest აერთიანებს ყველას, ვინც კიბერსპორტით არის დაინტერესებული. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კიბერსპორტული სამყარო, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ელექტრონულ სპორტს სრულყოფილად აზიარებს.


ფესტივალის ტერიტორია დაიყოფა გასართობ სივრცეებად და მათ შორის რინგებად, სადაც პროფესიონალი და მოყვარული გეიმერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი შეჯიბრებები შემდეგ ელექტრონულ თამაშებში გაიმართება: Fighting რინგი (Moral kombat 11 , tekken 7 და Injustice 2) და Shooter ზონა (Counter Strike Global Offensive (CSGO)).


გარდა ამისა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება გასართობი სივრცეები: ARCADE ZONE, DRONE RACING, VR ZONE, STREAMING ZONE, YOUTOBE ZONE და ქართველი გეიმ დეველოპერების ზონა, სადაც ქართული თამაშების ავტორები საკუთარ ვიდეო თამაშებს წარმოადგენენ და ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ. ფესტივალს მუსიკალურად MIK3ROBOX გააფორმებს, ხოლო ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ კი მას Andress Noel შეუერთდება. მუსიკოსები ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ელექტრონული მუსიკით გაართობენ და მათ კარგ განწყობაზე იზრუნებენ.


ფესტივალის დღეს მთაწმინდის პარკის მიმართულებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალური გრაფიკით იმოძრავებს. კერძოდ, N124 რუსთველის მეტრო - მთაწმინდის პარკი, N90 ბარათაშვილის ხიდი - მთაწმინდის პარკი და დამატებით ახალი ხაზი - ავლაბრის მეტროდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით.


კომპანია CACTU2-ის მოთხოვნის საფუძველზე, გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა და მთაწმინდის პარკის მიმართულებით ყოველ 1 საათში ჯამში 15 ავტობუსი იმოძრავებს, რაც მოლოდინის დროს 10 წუთამდე შეამცირებს.



თბილისის მერიის მიმართ კომპანიის ამავე მოთხოვნის თანახმად, ავტობუსები გაზრდილი რაოდენობით მთაწმინდის პარკის მიმართულებით 00.00 საათამდე იმოძრავებს.



კომპანია CACTU2-ის შესახებ


კომპანია CACTU2 საქართველოში კიბერსპორტის, როგორც ინდუსტრიის მშენებლობას და პოპულარიზაციას გეგმავს.CACTU2-ის მიზანია სფეროში ჩართული მოყვარულ და პროფესიონალ მოთამაშეებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ქართველი მოთამაშეების ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, კომპანიის განვითარების გეგმაში შედის საქართველოში გეიმ დეველოპმენტის განვითარება.


კომპანიას განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქვს მსოფლიოსთვის საქართველოს და ქართველი გეიმერების შეთავაზება, როგორც მზარდი კიბერსპორტული ბაზარი.


CACTU2-ის განვითარების გეგმა მოიცავს:


• ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის CACTU2 CyberFest დანერგვა.
• ადგილობრივი/საერთაშორისო ტურნირების/ჩემპიონანტების ორგანიზება/ჩატარებას საქართველოში.
• ქართველი მოთამაშეების წარდგენა საერთაშორისო ტურნირებში/ჩემპიონანტებზე.
• ქართული ვიდეო თამაშების წარმოება.
• ქართველი გეიმ დეველოპერების ხელშეწყობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზება.


„კომერსანტი“






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up