თბილისში პარკირების ერთ ადგილზე 15 მანქანა მოდის

თბილისში პარკირების ერთ ადგილზე 15 მანქანა მოდის

access_time2018-02-01 19:00:28

დედაქალაქში პარკინგის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლებლობად გადასახადის გაზრდას განიხილავენ. ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ქალაქში მანქანების რაოდენობა შეამცირონ და გაუსაძლისი საცობები განტვირთონ. სავარაუდოდ, ამით პრობლემა არ გადაიჭრება, ავტომფლობელთა მხრიდან კი ამ ინიციატივას დიდი პროტესტი მოჰყვება. 


ქალაქში გვყავს ნახევარი მილიონი მანქანა, ხოლო პარკინგების რაოდენობა, რომელთაც კომპანია სითი-პარკი მართავს, დაახლოებით 32 000 ადგილს შეადგენს. თეორიულად, ერთ მანქანაზე ოპტიმალურად მიიჩნევა, საშუალოდ, 2 ან მეტი პარკინგის ადგილი, რათა პრობლემა არ იყოს. ჩვენ თუ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო თავისი ხარჯით ააშენებს თუნდაც  ახალ 200 000 პარკინგის ადგილს, ძალიან ვცდებით და არასწორი მოლოდინია, - აცხადებენ მენაშენეთა ასოციაციაში.


ისინი თბილისის მერს პოლიტიკურად საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. მენაშენეთა შეხედულებით, ვითარებიდან რეალური და ყველაზე ფუნდამენტური გამოსავალია პარკირების ღირებულების მკვეთრი ზრდა - მინიმუმ, 5-ჯერ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე არაპოპულარული რეფორმა, რომელიც უნდა გაატაროს თბილისის მერიამ: მკვეთრად გაზარდოს პარკირების ღირებულება და ძალიან გაამკაცროს ადმინისტრირება (არასწორად გაჩერება ბევრად უფრო მაღალი ჯარიმა უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის); გააუქმოს სითი პარკის მონოპოლია და გახსნას ეს ბაზარი, ანუ ყველა კვალიფიციურ მსურველს მისცეს ამ ბიზნესში ჩართვის საშუალება;პარკინგის საფასურის გაძვირებით მენაშენეები მოძრავი მანქანების რაოდენობის შემცირებასაც ვარაუდობენ.


ქალაქი მანქანებით მართლაც გადატვირთულია. ავტოსადგომი მუდმივად დეფიციტურია. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა რამდენიმე თვის წინ მთავრობამ თითქოს გამოძებნა, მაგრამ ახლა ეს საკითხიც გაჩერებულია. საუბარია ვერტიკალური პარკინგის სისტემაზე, რომელმაც ტესტირება წარმატებით გაიარა, მაგრამ ახლა ქართველ მწარმოებელს რეალიზაციის პრობლემა აქვს.


როგორც კომპანია რევერსის ხელმძღვანელმა მალხაზ ცისკარიშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით არც ერთი ვერტიკალური პარკინგის შეკვეთა არ ჰქონია მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესება არის.


არავის უნდა, პირველი ნაბიჯი გადადგას. ელოდებიან სხვებს, ჯერ მათ გამოსცადონ და შემდეგი ჩვენ ვიქნებითო. დაპირების მიუხედავად, კომპანიას დაკვეთა ჯერ არ მიუღია არც საპარტნიორო ფონდისგან, რომელმაც თავის დროზე პროექტი 90 ათასი ლარით დააფინანსა.



ქალაქში საპარკინგე პრობლემების მოსაგვარებლად ვერტიკალური პარკინგი კარგი გამოსავალია, რამდენადაც ობიექტი სულ 24 კვ/მ-ს იკავებს და 8-10 მანქანის ადგილი აქვს, - განუცხადა ბიემს მალახაზ ცისკარიშვილმა.


მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ვერტიკალური პარკინგის კონსტგრუქცია 5500 დოლარი ღირს, ჩინური და რუსული ანალოგების ფასი კი 7 ათასი დოლარიდან იწყება.


პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნაში აუცილებელია, ბაზარზე დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი.  ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, როდესაც 1 ადგილზე 15 ავტომობილი მოდის, აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარება უმტკივნეულოდ და დროულად. აუცილებელია სითი პარკის მართვაში არსებული პარკირების ადგილების გადახედვაც და ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში ავტომობილების გასაჩერებელ ადგილებზე ფასის შესაბამისად განსაზღვრა.


როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კერძო სექტორის დაინტერესებაზე, რომ მათ ჩადონ ინვესტიცია პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნაში, აუცილებელია, ბაზარზე დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი. ერთი მხრივ, როცა მუნიციპალური სერვისი საკმაოდ ხელმისაწვდომია და ამ დროს კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული მომსახურება რადიკალურად განსხვავებული, ეს არასწორია.


როდესაც საუბარია თბილისის მერიის მხრიდან, რომ კერძო სექტორთან სასაუბროდ მზადაა ამ საკითხზე, აუცილებელია სითი პარკის მართვაში არსებული პარკირების ადგილების გადახედვაც და ფასების კორექტირებაც. დღეს პრობლემა ის არის, რომ კომპანია სითი პარკი მართავს საზოგადოებრივ ადგილებს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუნდაც ხელშეკრულების შეწყვეტის ხარჯზე. შემდეგ უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, სადაც მოძრაობა საკმაოდ გადატვირთულია. უნდა იყოს სხვადასხვა ტარიფები, რაც ბაზარს გააჯანსაღებს. თავიდან ბოლომდე ამ მიმართულებით ძირეული რეფორმაა გასატარებელი და სწორი სტრატეგიაა შესამუშავებელი.


დედაქალაქში ავტოსადგომების სერვისის გაძვირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თბილისელები. გიორგი ბელთაძე ამბობს, რომ პარკირების საფასურის მომატებით ქალაქში ავტომობილების რიცხვი არ შემცირდება.


პარკირებაში დიდი თანხის გადახდის საშუალება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია. მეც მათ შორის ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელფასი თვეში 1000 ლარია, უამრავი ვალდებულება მაკისრია და პარალელურად ყოველდღიური ხარჯიც გასათვალისწინებელია. არ არის ჯერ საქართველო იმ დონეზე მისული, რომ რაღაცებზე გადასახადის მატება პრობლემის მოგვარების გზად იქცეს. მით უმეტეს, არ მგონია, რომ პარკინგის გაძვირება მანქანების რაოდენობას შეამცირებს დედაქალაქში, - განუცხადა რეზონანსს გიორგი ბელთაძემ.


„რეზონანსი“ 




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up