თბილისში პარკინგის პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომას მენაშენეები მხარს უჭერენ

თბილისში პარკინგის პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომას მენაშენეები მხარს უჭერენ

access_time2018-10-23 13:29:14

„მენაშენეთა ასოციაცია“ მხარს უჭერს იმ პროცესებს, რომელიც ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბასლეინები. 


„ეს არის საკვანძო გადაწყვეტილება სატრანსპორტო პოლიტიკაში, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ენიჭება უპირატესობა ავტომობილებთან მიმართებაში“, – აცხადებს „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე.


მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერიას აქვს კომპლექსური მიდგომა, ვინაიდან პრობლემა იმდენად დიდია, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ ერთი რეცეპტით წარმოუდგენელია.



„ჩვენ ვაფასებთ რომ მერიამ გაითვალისიწინა ის კომპლექსური რეკომენდაციები, რომელიც პროექტ შენი იდეა ქალაქის მერს გამოვაქვეყნეთ“, – ამბობს თორნიკე აბულაძე.


„მენაშენეთა ასოციაციაში“ იმედი აქვთ, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება უწყვეტი და კეთილმოწყობილი ტროტუარების მშენებლობა. მენაშენეების აზრით, ტროტუარები ქალაქის ეკონომიკური ხერხემალია და ერთერთი უმნიშვნელივანესი კომპონენტი ღამის ეკონომიკაში.


მანამდე, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში „მენაშენეთა ასოციაციამ“ ინიციატივების 12-პუნქტიანი პაკეტი წარმოადგინა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა თბილისში პარკინგის პრობლემის მოგვარებას. ასოციაციის ინიციატივებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დედაქალაქში ავტოსადგომების პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეკონომიკის ეს მიმართულება ისეთივე მიმზიდველი გახდება ინვესტორისთვის, როგორც თუნდაც სახლების მშენებლობა. თბილისის მერის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლებიც პარკინგის გაძვირებას ეხება, სრულ თანხვედრაშია „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივებთან.



(NS)




უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up