თბილისში ორდღიანი ვორქშოპი - Leading MICE to the Next Level ჩატარდა

თბილისში ორდღიანი ვორქშოპი - Leading MICE to the Next Level ჩატარდა

access_time2019-12-06 11:06:11

28-29 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციიისა (GBTA) და ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ორგანიზებით სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა MICE ვორქშოპი სახელწოდებით Leading MICE To The Next Level.


ვორქშოპში მონაწილეობას იღებდნენ MICE ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ტოპ მენეჯერები, მფლობელები და საშუალო რგოლის მენეჯერები.


ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები: კომპანიის/დეპარტამენტების სტრუქტურა, SWOT ანალიზი, სტრატეგიული მენეჯმენტის მეთოდები, კორპორაციული კულტურის შექმნა, როგორ ავიცილოთ მიკრო-მენეჯმენტი, დელეგირების მეთოდები, MICE ტურიზმის ახალი ტრენდები და გამოწვევები, ახალ ბაზრებზე შესვლის გზები, სწორად შერჩეული მარკეტინგული არხები და სხვა.


ზემოთ აღნიშნულ თემებზე მუშაობა გაგრძელდა პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრენდული სასტუმროების გაყიდვების დირექტორები, DMC-ის ტოპ მენეჯერები. დისკუსიის მოდერატორები იყვნენ - GBTA-ს დამფუძნებელი საბჭოს დირექტორები: ირმა კოდუა, ამირან ივანიძე.



2-დღიანი ვორქშოპის სპიკერები იყვნენ:


იორდი ქუიჯეტი - GBTA, სილქროუდ ჯგუფის CEO
მაიკლ ქერშბაუმერი - GBTA, STS Hospitality მმართველი პარტნიორი
პატრიკ მარტენსი - მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის ლექტორი, საერთაშორისო პროექტების მართვის და ორგანიზაციული მართვის სპეციალისტი
მაია ბიბილაური - BTL Georgia-ს მმართველი პარტნიორი
გურამ ყოჩიაშვილი - BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი
სალომე ჭოლორაია - BTL Georgia-ს MICE დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ტრენინგ ცენტრი CRDC და საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია (GBTA) მომავალშიც გააგრძელებენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ორიენტირებული იქნება ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაზე საქართველოში.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up