თბილისში მზის ელექტროსადგური აშენდება

თბილისში მზის ელექტროსადგური აშენდება

access_time2021-01-13 14:40:46

ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს, როგორც ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, ლიეტუვას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მზის ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Saulės grąža-მა, რომელიც ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დადო.

 

ხელშეკრულების თანახმად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აშენდება მზის ელექტროსადგური. პროექტის მიზანია მზის ელექტროენერგიის გამოყენების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება. ამავდროულად, ლიეტუვის პროექტის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში კომპეტენციების გადაცემა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.

 

„მზის ელექტროსადგურში მიღებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებისთვის. ასევე, დაყენდება მონიტორინგის სისტემები, რომელიც განსაზღვრავს აღჭურვილობის ეფექტურობას და ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების შეფასებას. დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 300 კილოვატი (kW) იქნება“ – ამბობს პროექტის შესახებ მინდაუგას გერულაიტი, “Saulės grąža”-ის გენერალური დირექტორი.

 


 მისივე თქმით, მზის ელექტროენერგიის წარმოებითა და ლიეტუვის ცოდნა/გამოცდილების გაზიარებით პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებას.

 

პროექტის განმახორციელებლის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის ქალაქის წარმოსაჩენ ლოკაციაზე მშენებლობა დადებით გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ  დელეგაციებზე.

 

Gbc.ge






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up