თბილისში მწვანე საფარის მოცულობა საგანგაშოდ მცირეა

თბილისში მწვანე საფარის მოცულობა საგანგაშოდ მცირეა

person access_time2016-07-05 09:09:53

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმებით, დიდი ქალაქებისათვის 1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების ნორმა 50 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცუდად ითვლება ის ქალაქი, სადაც მწვანე საფარი ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებს იკავებს, თბილისში კი სულ რაღაც 2-5 კვ. მ. მწვანე ნარგავი მოდის ერთ სულ მოსახლეზე.

 

ეს სტატისტიკა ადასტურებს,რამდენად მძიმე ეკოლოგიურ და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევს ცხოვრება თბილისის მოსახლეობას. ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან აქტიურობენ „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს" კვლევის შედეგების გაბათილების მიზნით, რომლის თანახმად, ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს. 


პირველ ადგილზე იქნება საქართველო აღნიშნულ კვლევაში თუ, მაგალითად, მეათეზე, იქნება თუ არა მასზე წინ ჩინეთი და ინდოეთი – ეს ვერ ცვლის იმ რეალობას, რომელში ცხოვრებაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ადამიანებს ყოველდღიურად უწევს. მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას ონკოლოგიურ და სხვა სახის დაავადებათა ზრდის სტატისტიკაც ადასტურებს. ხელისუფლების აქტიურობაც ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული, თუმცა ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მძიმე ვითარებას ვიღებთ, რისი მთავარი მიზეზიც არის ხელისუფლების უუნარობა, მიიღოს ავტომობილების ტექდათვალიერების კანონი. 


სწორედ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი სახელდება თბილისში არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარების მთავარ მიზეზად,

 

ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ზემოთდასახელებულ კვლევაზე კომენტარის გაკეთებისას თავის მართლების პოზიციაში არ ჩამდგარა, პრემიერი კვირიკაშვილი იყო. 


"იმის მაგივრად, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ამ კუთხით არსებული რეგულაციები და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა ამას მახინჯი ფორმა, რაც წარსულში მართლაც ჰქონდა, საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც მთავარია, ის იყოს ხელმისაწვდომი. დღეს ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის, რომელზეც პრემიერი საუბრობს, სასიცოცხლოდ აუცილებელია რეკრეაციული ზონების არსებობა. თბილისში განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, პრაქტიკულად შეუძლებელია ბავშვის გაყვანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში – სკვერები და ბაღები, რომლებიც თბილისშია, მინიმალურ ეკოლოგიურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, ზოგიერთ მათგანში კი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულია. 



კერძოდ, აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ვაკის პარკის და მზიურის ცენტრალურ შესასვლელებთან, ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და მოსახლეობა დასასვენებლად იყენებს.

 

მედიკოსების განმარტებით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის არათუ ასეთი მაღალი, საშუალო შემცველობაც კი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში აღმოჩნდეს და ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც ამტკიცებს.

საგანგაშოა, რომ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, გვაქვს მწვანე საფარის შემცირების და, მეორე მხრივ, ქალაქის ურბანული ნაწილის ანუ მშენებლობების რიცხვის ზრდის ტენდენცია. 

 

თბილისის ახალმა მერი ამ პოსტზე მილიონი ხის დარგვის იდეით მოვიდა. დავით ნარმანია ამბობს, რომ 600 ათასამდე ხე უკვე დაირგო, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა. თიმცა რეკრეაციული ზონების შექმნას ეს არ იწვევს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი აცხადებს, რომ 2009 წელს თბილისში რეკრეაციული ზონების გაუქმება დაიწყო, ათეულობით ზონას სტატუსიც კი შეეცვალა და გაიყიდა. გეთიაშვილი აცხადებს, რომ ამაში მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესის ბრალეულობაა. მისი მტკიცებით, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღმის ტყეპარკი ( 20 ჰექტარი ), რომელიც ახლა გაყიდულია.


გეთიაშვილი ამბობს, რომ დღეს თბილისს აქვს შანსი შევიდეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სიაში იმით, რომ ჰქონდეს ცენტრალური პარკი. ასეთ ადგილად გეთიაშვილი კრწანისის ტყეპარკს მოიაზრებს. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიას აქვს იმის პოტენციალი, რომ ერთდროულად ათიათასობით ადამიანს მოემსახუროს.


„კრწანისის ტყეპარკი რუსთავის გზაზეა და ის თბილისის მერიამ რეკრეაციული ზონისთვის აუცილებლად უნდა აითვისოს. საუბარია, ასობით ჰექტარ ტერიტორიაზე და მას ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ეს ზონა სასწრაფოდ უნდა გადაეცეს თბილისს, მიეცეს შესაბამისი სტატუსი, გამოყოს გარკვეული ფინანსური რესურსი და მოაწყოს ინფრასტრუქტურა, რაც დასვენებისთვისაა საჭირო. თბილისის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს ტერიტორია ხელმისაწვდომია. ძალიან მცირე ინფრასტრუქტურული ხარჯებით აქ შესაძლებელია შეიქმნას რეკრეაციული ზონა"-აცხადებს გეთიაშვილი.

 

თბილისში, რეკრეაციული თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე რუსუდან  სიმონიძე. მისი თქმით, ის, რომ თბილისში მწვანე ადგილების და პარკების დეფიციტია, წინა წლებში მოქმედი ხელისუფლების „დამსახურებაა.“ მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს პრობლემა მოაგვაროს, თუმცა, ამ საკითხის გადაჭრა საკმაოდ რთულია.

 

ამ მხრივ იმედის მომცემი იყო დედაქალაქის გენ. გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენელის მარტინ კანტერსის განცხადება. კანტერსის ინფორმაციით, დიდუბეში დიდი ცენტრალური პარკის აშენება იგეგმება. „სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, გენერალურ გეგმაში განვითარება 2030 წლამდეა გაწერილი და თუ ყველაფერი სწორად წავიდა, თბილისი იქნება იმ დონეზე, როგორც დღეს სოფია და ვილნიუსია. 

 

რაც შეეხება მწვანე პარკებს, მარტინ კანტერსი განმარტავს, რომ სახალხო ადგილები თბილისში დიდი პრობლემაა. თეორიულად, თბილისში მთელი ტერიტორიის ნახევარს შენობები შეადგენს, საჭიროა მეტი მწვანე სივრცე. „თბილისში რამდენიმე ასეთი ადგილია – კუს ტბა, მთაწმინდის პარკი, ბოტანიკური ბაღი და იქ მისასვლელად ტაქსით წასვლაა საჭირო, შეუძლებელია ფეხით მიხვიდე. დიდუბეში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა, დიდი ცენტრალური პარკის აშენებაა დაგეგმილი. ხალხს სუნთქვა სჭირდება. თბილისი ძალიან ცუდი ქალაქია ფეხით სიარულისთვის და ეს უნდა გამოსწორდეს,”- განმარტავს კანტერსი. 

 

მიუხედავად ამ განცხადებისა, როგორც „კომერსანტმა“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში გაარკვია, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დიდუბის რაიონთან დაკავშირებით არ იგეგმება.

 

„თბილისის განერალური განვითრების გეგმის ფარგლებში იგეგმება სარეკრეაციო ზონების შექმნა, მაგრამ ამ ეტაპზე მიდის ლოკაციების დაზუსტებისთვის კვლევა. ამიტომ, სანამ გეგმა არ იქნება წარმოდგენილი, ამაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება დიდუბეს, სჯობს ისევ მას კითხოთ“-აცხადებს მერიის არქიტექტურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up