თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა

თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

access_time2019-10-16 14:58:44

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა. წელს, ღონისძიების მთავარ თემას გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ ტრადიციულ ქართულ პროდუქტებზე, რომლებსაც ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.


ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ გახსნეს.


„40 წლის წინ, გაეროს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ „მსოფლიო სურსათის დღის“ აღნიშვნის ინიციატივა დააყენა. მას შემდეგ ეს დღე რეგულარულად აღინიშნება. ჩვენც, FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღის აღნიშვნაში სხვადასხვა თემატიკით ვერთვებით. წელს აქცენტი გაკეთდა ჯანსაღ კვებაზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანსაღი კვება დაკავშირებულია უვნებელ და სასარგებლო სურსათთან და კვების ტრადიციულ წესებთან, რომლებიც, ურბანიზაციის ფონზე, სამწუხაროდ, თითქმის დავიწყებას მიეცა. საქართველოს ტრადიციული პროდუქტების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ ტრადიციებს, მისი შენარჩუნების აუცილებლობის და არსებული პოტენციალის გამოყენების საკითხებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში საკვების ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მწარმოებლების მხარდაჭერაა.


,,სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას; ცოდნასა და ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და შეზღუდული ბუნებრივი რესურსები“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.



ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ჟურნალის National Geographic მხარდაჭერით, ქართული ტრადიციული პროდუქტების შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის „უნიკალური ქართული გემო“ ჩვენება გაიმართა.


მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა.მსოფლიო სურსათის დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.


„კომერსანტი“




„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up