თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

access_time2018-10-19 16:30:33

2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა.


თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა.


რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში 2015 წელს ყველა კლასის და ფუნქციის ახალ მშენებლობაზე 1 664 ნებართვა გასცა; 2016 წელს - 1 731 ნებართვა; 2017 წელს - 1 755 ნებართვა.



რაც  შეეხება კონკრეტულად ინდივიდუალურ და მრავალბინიან შენობებს, არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით გაცემულ ნებართვებში ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების წილი ბევრად აღემატება მრავალბინიანი შენობების რაოდენობას და თანაც, ეს წლების განმავლობაში უკვე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. 2015 წელს მერიის არქიტექტურის სამსახურმა ახალი ინდივიდუალური სახლის მშენებლობაზე 1 017 ნებართვა გასცა, მრავალბინიანზე - 215; 2016 წელს ინდივიდუალურ სახლებზე გაიცა 1 077 ნებართვა, კორპუსებზე - 237; 2017 წელს ინდივიდუალურ სახლზე გაიცა 1 183 ნებართვა, მრავალბინიანზე - 197.


რაც შეეხება 2018 წლის იანვარ-სექტემბერს, წელს მერიის არქიტექტურის სამსახურმა ახალი ინდივიდუალური სახლის მშენებლობაზე გასცა 952 ნებართვა, მრავალბინიანზე კი მხოლოდ 90. შარშან ანალოგიურ პერიოდში კი კორპუსების მშენებლობაზე 137 ნებართვა გაიცა, კერძო სახლებზე კი 910 ნებართვა.


BPN






ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up