სავარაუდოდ, თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა  აიკრძალება, მძღოლებს კი ახალი მანქანების შესაძენად, შესაძლებელია, შეღავათიანი სესხები შესთავაზონ

სავარაუდოდ, თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება, მძღოლებს კი ახალი მანქანების შესაძენად, შესაძლებელია, შეღავათიანი სესხები შესთავაზონ

access_time2019-10-11 11:00:33

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს.

 

გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ.

 

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოსალოდნელი ცვლილებების საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ყველა ინიციატივაზე, რომელიც მერიას ექნება, გადაწყვეტილება მძღოლების მოსაზრების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

 

„თუ მძღოლებთან მიიღწევა შეთანხმება, შეიძლება წავიდეთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - განაცხადა მუმლაძემ.

 

მისივე თქმით, ასევე, „კარგი მიმართულებაა დაზღვევაც“.

 


„ძალიან ბევრ მძღოლს თუ ვკითხავთ, გვეტყვიან, რომ კარგია დაზღვევა და მესამე პირი, მგზავრიც დაზღვეული იქნება. პასუხსისმგებლობა არის მძღოლზე. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით წავალთ, ცუდი არ იქნება, მაგრამ მძღოლი არ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა მუმლაძემ.

 

თბილისის მერიის ტრასნპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ჯამში მერია ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს, თუმცა მძღოლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნები გადაიხედოს.

 

„რეფორმას შეიძლება ახლდეს უკმაყოფილება, როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის მხრიდან. რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე. ის არც ვინმეს შეზღუდვას ისახავს მიზნად. პირიქით, B კატეგორია საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ ეს დავუშვით. ასევე, ტაქსის მძღოლები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან, არ მოვთხოვეთ მეწარმედ დარეგისტრირება. არ ჰქონდათ პარკირება და გავაკეთეთ, გადაღებვის ნაცვლად დავთანხმდით ფირის გადაკვრას, დავურიგეთ ვაუჩერები. პირიქით, ტაქსების პოპულარიზაცია მოხდა“, - აღნიშნა მან.

 

რაც შეეხება ფასების რეგულირების საკითხს, მუმლაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩარევა არც რეფორმის მესამე ეტაპის დღის წესრიგში დგას.

 

„ფასების რეგულირების საკითხში ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ. პირიქით, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ფასიც, ტაქსების რაოდენობაც და მომსახურების ხარისხიც. ჯგუფს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე. თუ ტაქსის მძღოლების მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი მათთვის. ფასის გაძვირებაში ვერ ჩავერევით“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

 

ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ პერიოდიდან თბილისში მოძრავი ტაქსები ორ - A და B კატეგორიად გაიყო. ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანია, გავლილი აქვს ტექდათვალიერება და ფლობს ლიცენზიას. A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშუალება აქვთ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე მათ უფლება აქვთ ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებით შემოსავალი მიიღონ.

 

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ისინი დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ დადიან და პრივილეგიებითაც ვერ სარგებლობენ. თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს.


ipn.ge




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up