თბილისში მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო-კახა კალაძე

თბილისში მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო-კახა კალაძე

access_time2020-04-28 12:56:10

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, თუმცა დედაქალაქის მერია მათ აუცილებლად შეიძენს. როგორც კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რისკების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობამ სპეციალისტების მოწოდება და მოთხოვნები მაინც უნდა გაითვალისწინოს. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით და კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, მერია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.


„მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა. დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია. ჩვენ ასევე ბევრი პროექტი განვახორციელეთ არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაციისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ზაფხულში უნდა დასრულდეს.


ალბათ, ქალაქში შეამჩნევდით გზაგამყოფებს, რომელიც მთლიანად ბეტონით იყო დაფარული. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, გავამწვანეთ, შევქმენით მწვანე სივრცე, რადგან დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე და სუფთა ჰაერი სჭირდება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობითვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის ამ საგანგებო მდგომარობაში არ ვიქნებით, ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრნდეთ, დაიწყება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის გახსნითი ღონისძიებები, სხვადასხვა მიმართულებების, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა გავურთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯამრთელობას, დავიცვათ სოციალური დისტანცია, აუცილებლად საჭიროა პირბადეების ქონა, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. როცა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით მაშინაც, ყველა იმ მოწოდებისა და მოთხოვნის გათვალისწინება მოგვიწევს, რომ მაქსიმალურად დაცული ვიყოთ, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“,-განაცხადა კალაძემ.



როგორც  ცნობილია, დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსის ყიდვას გეგმავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე გამოაცხადებდა. ტენდერი 9 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 14 აპრილს დასრულებულიყო. 


სატენდერო პირობების თანახმად,იცვლებოდა თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნებოდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლებოდა. 


მერიის მოთხოვნის თანახმად, მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონოდა  M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up