თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთი ლევილის სახელობის გახდა

თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთი ლევილის სახელობის გახდა

person access_time2017-05-29 18:30:06

​თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთს, ლევილის სახელი მიენიჭა, სადაც, უახლოეს მომავალში სიმბოლური მონუმენტიც დაიდგმება.

 

​ოფიციალური ღონისძიება საქართველოში მიმდინარე დიასპორის ფორუმის ფარგლებში, 28 მაისს გაიმართა. ღონისძიებას საზღვარგარეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები ესწრებოდნენ.

 

სანაპიროსთვის ლევილის სახელის მინიჭების ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ლევილის ვიცე - მერმა დანიელ ესპრენმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფიმოვამ და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ირენ ციციშვილმა მიმართეს. 

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ლევილის მამულს საქართველოსთვის სიმბოლურ დატვირთვა აქვს. ის არის საქართველოს დიდი ისტორიის ნაწილი, ქართული ღირებულებებისა და კულტურის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო.

 

"საქმიანობა, რომელიც ისტორიულმა ქართულმა დიასპორამ გასწია ლევილში, რათა შემოენახათ ეს კერა, შეესრულებინათ ისტორიული ანდერძი, რომ ლევილის მამული დაბრუნებოდა ქართველ ხალხს, წარმოადგენს ძალიან დიდი კავშირს საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ასევე, კავშირს საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, ქვეყნის პირველ კონსტიტუციასთან და თავისუფლებისთვის ბრძოლასთან",- განაცხადა მინისტრმა.

 


მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს ხელისუფლების სახელით მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მთავრობისა და ლევილის მერიის მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, დიდი ძალისხმევა გასწიეს ამ დიდი ისტორიული დღის შესაქმნელად.

 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დღე დამდგარიყო. აიღო ვალდებულება, რათა ეს ისტორიული კერა გაძლიერდეს და არა მხოლოდ საფრანგეთში წარმოადგენდეს საქართველოს კულტურას, არამედ მთელს ევროპაში.

 

​როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა დიდი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება. "პროექტი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით და პირადი მეთვალყურეობით განხორციელდება, რომელიც კიდევ უფრო დააკავშირებს საფრანგეთსა და საქართველოს და გააძლიერებს ჩვენს ისტორიულ კავშირს ევროპასთან",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

მან მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას და საკრებულოს, მდინარე მტკვრის სანაპიროს ნაწილისთვის, ლევილის სახელის მინიჭების ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

 

სიტყვით გამოვიდა თბილისში ვიზიტით მყოფი, ლევილის ვიცე - მერი დანიელ ესპრენი, რომელმაც განაცხადა, რომ არა მხოლოდ საქართველოშია ლევილის ცნობილი და აღიარებული, არამედ ლევილშიც იცნობენ საქართველოს და ქართველები, რომლებიც შატო ლევილის მამულში ცხოვრობენ ძალიან დაფასებულები არიან.

 

"მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის არჩევნების შემდეგ ლევილის მერი აღარ ვარს, ჯერაც მუნიციპალური საბჭოს წევრი ვარ და ასევე ყველა იმ დელეგაციის წევრი, რომელიც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად მერიის მხრიდან ყოველთვის ვმონაწილეობ საქართველოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მოხარულები ვართ, რომ თბილისმა სანაპიროს მიანიჭა ლევილის სახელი. ცხადია საქართველოში ლევილი ცნობილია და აღიარებული, ძალიან მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ლევილშიც იცნობენ და ქართველები, რომლებიც შატო ლევილის მამულში ცხოვრობენ, ძალიან დაფასებულები არიან. ჩვენ ლევილში გვყავს ფრანგი და ქართველი ლევილელები, ყველანი ჰარმონიაში ვცხოვრობთ",- განაცხადა დანიელ ესპრენიმ.

 

პატარა ლამაზი ფრანგული სოფელი ლევილი, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, სენას დეპარტამენტში მდებარეობს. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილების თბილისში შემოსვლის შედეგად, საქართველოდან ემიგრაციაში წასული ქვეყნის კანონიერი მთავრობის წევრებმა ლევილს შეაფარეს თავი. 1922-1944 წლებში ლევილში ცხოვრობდა ქართველი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი, იქვე ინახებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანძური.

 

 

 



ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up