თბილისში ქართული ინვესტიციით კვების ახალი ჰოლი იხსნება

თბილისში ქართული ინვესტიციით კვების ახალი ჰოლი იხსნება

access_time2021-10-03 12:15:02

თბილისში,ორბელიანის მოედანზე,რეგიონის მასშტაბით ახალი კვების ჰოლი, ბაზარი ორბელიანზე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე იხსნება.  სივრცეში 35 სხვადასხვა მიმართულების, როგორც ქართული, რეგიონული, ასევე უცხოური რესტორნები განთავსდება.

როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი თამარ მესარკიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია სარემონტო სამუშაოები, მიმდინარეობს ბოლო დეტალებზე მუშაობა.

რა მოლოდინი აქვს კომპანიას მას შემდეგ რაც გაიხსნება, „ორბელიანი ბაზარზე“, მესარკიშვილი აცხადებს, რომ პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ახალი ობიექტი საინტერესო იქნება. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის შეძენა ონლაინაც იქნება შესაძლებელი.

„ბაზარი ორბელიანზე“ მთლიანად ქართული ინვესტიცია ხორციელდება.

მესარკიშვილის ინფორმაციით, „ბაზარი ორბელიანზე“  ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც აგრარულ ბაზარს, ისე კვების სივრცეს, სადაც  ოპერირებას დაიწყებს 35-მდე ქართული და საერთაშორისო  რესტორნების სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შექმნილი ახალი ბრენდები. მათ შორის იქნება ცნობილი შეფ-მზარეულის ახალი რესტორანი ბრენდით „მალ-მალე“.

„შენობა სამი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე განთავსდება აგრარული, ევროპული სტანდარტების ბაზარი, სადაც ყველანაირი ტიპის სასურსათო პროდუქტი გაიყიდება, მათ შორის არასასურსათოც - კერამიკა, ფარდაგები და ასე შემდეგ. პირველ სართულზე იქნება რამდენიმე ქარხანა. მაგალითად, ყველის. გვაქვს ჩვენივე თონე, სადაც პური მომხმარებლის თვალწინ გამოცხვება და გაიყიდება. გვექნება ასევე ჩურჩხელის   დამზადების პროცესიც.


მეორე სართული იქნება კვების ზონა, სადაც  მოეწყობა როგორც ქართული, ისე მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოები, მათ შორის, იტალიური, აზიური,“ - აცხადებს მესარკიშვილი. მისივე ინფორმაციით, სივრცეში არ იქნება წარმოდგენილი Fast Food-ების  კონცეფცია.

იქნება თუ არა  სავაჭრო ცენტრი „ბაზარი ორბელიანზე“  კონკურენტი „აგროჰაბი“, რომელიც თითქმის იდენტური კონცეფციით მუშაობს, მესარკიშვილი აცხადებს, რომ „ბაზარი ორბელიანზე“ არ იქნება სუპერმარკეტი და არც ჰიპერმარკეტი.

„ჩვენ ვართ ბაზარი, კვების კუთხით შეიძლება აღმოჩნდეს „აგროჰაბი“, თუმცა, ჩვენი სულ სხვა კონცეფციაა. იგივენაირად, რესტორნების ნაწილში შეიძლება იყოს ქარხანა, თუმცა, სულ სხვა კონცეფციაა.  ეს არის ახალი სფერო და პროექტი, რომელის მსგავსი არ არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არაპირდაპირი კონკურენტები გვეყოლება, თუმცა, ასეთი ანალოგით არა,“ - აცხადებს მესარკიშვილი.



წყარო: ბიზნესპარტნიორი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up