თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

access_time2019-09-14 16:00:01

28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას.


ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს.


HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა?


მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. ყოველ კვირას კრიპტოენთუზიასტები ან ინვესტორები ჩამოდიან საქართველოში და მეხმიანებიან სხვადასხვა თემის განსავითარებლად ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად მიწევს მათი გამასპინძლება სხვადასხვა რესტორანსა თუ კაფეში. ამიტომ გადავწყვიტე გავხსნა თემატური კაფე და ის მსოფლიო საზოგადოებას გავაცნო. მითუმეტეს რომ ინოვაციურია და სხვადასხვა საერთაშორისო თემატური ონლაინ პორტალი, უცებ აიტაცებს მას. მაგალითად cryptoradar ან coinatmradar და სხვა.




HR hub: როგორია კაფის კონცეფცია?




ეს არის ტექნო სტილში გაკეთებული გემოვნებიანი ინტერიერი, სადაც ყოველ კვირას ჩატარდება რამდენიმე ღია ან დახურული შეხვედრა სხვადასხვა თემაზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ღონისძიებებს დაესწრებიან როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი სპეციალისტები და ინვესტორები. გარდა ამისა, ყოველდღიურად იქნება წამახალისებელი აქციებიც.



HR hub: ვინ იქნებიან თქვენი მომხმარებლები?



ტექნოლოგიური და ბიზნეს სფეროს ახალგაზრდები საქართველოდან, ვინც თემაშია ჩახედული ან ამჟამად ეცნობა (ეს კატეგორია სულ უფრო და უფრო იზრდება რაოდენობრივად). ასევე უცხოელები, ვისაც აინტერსებს საქართველო, როგორც მაინინგის ან ინვესტიციების ქვეყანა.



HR hub: როგორც ვიცით ძალიან საინტერესო მენიუ გექნებათ. ვინ მუშაობს მის შედგენაზე?



ძირითადად მე და კიდევ 2 შეფ მზარეული, ასევე ბევრ რჩევას მაძლევენ უცხოელი მეგობრებიც.



რაც შეეხება მენიუს, ვცდილობთ ქართულ-ევროპული საკვებით გავუმასპინძლდეთ სტუმრებს, არ ვივიწყებთ თემატიკასაც Bitcoin ყავა, Blockchain-ჩაქაფული, Monero-ხაჭაპური, Satoshi- ბურგერი.



hrhub.ge




თეგები:
კრიპტოკაფე



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up