თბილისში კონფერენცია „საქართველოში სოფლად განვითარების პროგრამის განხორციელების მიზნით ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მიდგომების გაზიარება“ გაიმართა

თბილისში კონფერენცია „საქართველოში სოფლად განვითარების პროგრამის განხორციელების მიზნით ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მიდგომების გაზიარება“ გაიმართა

access_time2016-11-24 15:53:41

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ორგანიზებით, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ" გაიმართა კონფერენცია ,,ევროკავშირის LEADER და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიდგომის გაზიარება საქართველოში". LEADER (Liaison Entre Actions pour le Developpement de l'Economie Rurale) - ეს არის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა რესურსით ბენეფიციართა (სოფლის მოსახლეობა) გაძლიერებას, რაც მომავალში უზრუნველყოფს სოფლების განვითარებას ტერიტორიული ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებსა (LAG) და საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით.


კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების ხელმძღვანელმა, კაიდო სირელმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ გახსნეს.


როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც დასკვნით ფაზაშია და მალე დამტკიცდება. სოფლის განვითარება გულისხმობს სოფლად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების ღირებულებათა ჯაჭვის შექმნის, აგროტურიზმისა და სხვა მიმართულებების განვითარების გზით.
„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით ხორციელდება. ევროკავშირში ე.წ „ლიდერის" (LEADER) მიდგომები და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები არის ერთ-ერთი დამკვიდრებული ინსტრუმენტი სოფლის განვითარების მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ,,ლიდერის" პრინციპის განხილვას და ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფების შესახებ ფერმერებისა და ბიზნესში ჩართული ადამიანების ცნობადობის ამაღლებას ემსახურება", - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.


კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში LEADER -ის მიდგომების დანერგვის პროცესის მიმდინარეობა და 17 თვის შედეგები, კერძოდ, ENPARD-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების - „ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need), „მერსი კორპსი" (Mersy Corps) და „ქეა" (Care) - მიერ ყაზბეგის, ლაგოდეხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული საპილოტე პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა (LAG) და თვითმმართველობის, ასევე სხვა სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, LEADER-ის მიდგომების დანერგვა საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება.



ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზავიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up