თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდა

თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდა

access_time2019-10-09 12:37:33

თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.



„შევიძინეთ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 60 ერთეული უკვე თბილისშია და ისინი, ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურებიან.



მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს თურქეთიდან: „ანადოლუ ჯგუფის“ კორპორაციის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს, ასევე “ISUZU“ ჰოლდინგის დირექტორს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის, რომ ასე დროულად შეძლეს ავტობუსების წარმოება და მოწოდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა ჩვენ მიერ შესყიდული ავტობუსი იქნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისელებს. ასევე, მინდა მივესალმო თურქეთის ელჩს და მადლობა გადავუხადო, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.



„ყველაზე მთავარი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს თბილისს ემსახურება, არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას და ამავე დროს, ამ ავტობუსებით გადაადგილება დისკომფორტია.




ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთყვითელი ავტობუსების პარკი, ასეთი, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს და გვინდა, რომ მთლიანდ განვაახლოთ მეტროსადგურები,შევიძინოთ ახალი შემადგენლობებიდა იმ ძველი შემადგენლობების რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რომელიც ამას ექვემდებარება.



გარდა ამისა, დავიწყეთ ძალიან მნიშნელოვანი რეფორმის განხორციელება ტაქსების და პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი საერთო ჯამშიმოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული და მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით: გზებით,ავტობუსის ზოლებით, თვითონ ავტობუსებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჩვენ ამას შევძლებთ.



რატომ ვამბობ მე ამას ასე ხმამაღლა და თავაწეული?! - იმიტომ, რომ ზურგს უკან მიდგას გუნდი ადამიანების, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩემთან ერთად და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათშრომისა და თავდადებისთვის. ასევე მინდამადლობა ვუთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის. რომარა მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის წამოწყება და განხორციელება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



პრეზენტაციას თბილისის ვიცე-მერი, მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს წევრები,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები: „ჯი-თი გრუპ“-ისა და ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ისპრეზიდენტი ტუნჩაი ოზილჰანი, გენერალური დირექტორი ჰურშით ზორლუ დაAnadolu ISUZU-ს გენერალური დირექტორი თუგრულ არიკანი ესწრებოდნენ.



220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი,რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.



ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულიაანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა დაusb-დამტენები.პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.



ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება: 12 ძველი „ბოგდანი“, პირველად, წყნეთი-სადგურის მოედნისN34 მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ:N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული;N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული;N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული;N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული;N78 - სადგურის მოედანი-ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული;N108 - სოფელი გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.







2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...


მსგავსი სიახლეები

up