თბილისში  ISUZU-ს ფირმის 220 ავტობუსს “ჯითი ჯგუფი” შემოიყვანს - ხელშეკრულება გაფორმებულია

თბილისში ISUZU-ს ფირმის 220 ავტობუსს “ჯითი ჯგუფი” შემოიყვანს - ხელშეკრულება გაფორმებულია

access_time2019-05-01 12:30:25


დედაქალაქში დამატებით, 200 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაზე ხელშეკრულება გაფორმდა.


როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია ვტობუსები თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.




„ტენდერი, რომელიც ნოემბერში იყო გამოცხადებული, დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა 220 ახალ ავტობუსზე. წლის ბოლოსთვის თბილისში 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვა და არსებულიე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, რომლებსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ზოგადად, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით,რადგანაც გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენ მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორც ავტობუსების ჩანაცვლებას, მეტროს ვაგონების განახლებასა დამეტროში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.



რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, ისინი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტი ვანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, Wi Fi მოდემით, რომელიც Wi Fi-ს სიგნალით მთლიანი ავტობუსის დაფარვას უზრუნველყოფს. ტენდერი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იყო დავები, თუმცა საბოლოოდ დასრულდა და მათი მოწოდება 8-თვიან პერიოდში უნდა მოხდეს. ავტობუსი ISUZU-ს ფირმისაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.




მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეში 10-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაციას გამართავს, რომლებიც უახლოეს მომავალში უკვე მოსახლეობას მოემსახურება.


„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მიერ გაცემულ დაპირებას ვასრულებთ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში 10-მეტრიანიავტობუსების პრეზენტაცია გვექნება. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია და ისინი თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან, რაც მინდა მოგილოცოთ. ახალი ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე, სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერმა 8-მეტრიანი ავტობუსების ფოტოებიც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული და ამაში მოსახლეობაც ჩაერთვება.


კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებაც იგეგმება, რათა ქვეყანაში დაბალი ხარისხის დიზელი არ შემოვიდეს.


„ავტობუსები ევრო 6-ის დიზელზე მომუშავეა, როგორც ევროპულ ქალაქებშია. ჩვენ შესყიდვის დროს ყველა სტანდარტს ვითვალისწინებთ. ასევე, აუცილებელია საწვავის საკითხიც. ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ, რადგან ამ ტიპის ავტობუსებს სპეციალური, მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდება. პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ზოგადად, საწვავის ხარისხის გაკონტროლება მოხდეს. პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არაერთხელ მქონდა. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ხარისხზე კონტროლი დაწესდეს, განსაკუთრებით დიზელზე, რაც სერიოზული პრობლემაა ეკოლოგიური მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up