თბილისში ისრაელური ინვესტიციით აშენებული მაღალტექნოლოგიური ობიექტი გაიხსნება

თბილისში ისრაელური ინვესტიციით აშენებული მაღალტექნოლოგიური ობიექტი გაიხსნება

access_time2016-12-23 12:59:34

თბილისში ისრაელის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს  ისრაელური ინვესტიციით აშენებული მაღალტექნოლოგიური ობიექტი გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერები - ხილიკ ბარ და ტალი პლოსკოვ, ქნესეთში მმართველი კოალიციის ლიდერი დავიდ ბიტან, პარლამენტარები, ისრაელელი ბიზნესმენები, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.
ღონისძიებას გაუძღვება ისრაელის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, რომელიც 2017 წელს ისრაელური ინვესტიციით მრავალმილიონიანი ახალი პროექტის დაწყების შესახებაც ისაუბრებს.


სს „თბილისი ლანდრი სერვის" (TLS) თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამრეცხაოა, რომელიც სასტუმროებს სთავაზობს 20-წლიან ევროპულ გამოცდილებას და ზრუნავს მათი ბიზნესის განვითარებაზე. სამრეცხაო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და ინოვაციური ჩიპებით აღრიცხვის სისტემით.
ამ სამრეცხაოს კონკურენტებისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ისაა, რომ ის უზრუნველყოფს შემდეგი სახის სერვისს: სასტუმროებისთვის საკუთარი თანხით ყიდულობს თეთრეულს, პირსახოცებს და ა.შ. კლიენტი კი იხდის მხოლოდ რეცხვის ღირებულებას.


TLS მოემსახურება მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებს.


პროექტის ამჟამინდელი ღირებულებაა 3 მლნ დოლარი. ობიექტი გლდანში მდებარეობს (ქერჩის ქ. #12, პოლიციის აკადემიის ჩასახვევი).
მაღალტექნოლოგიური საწარმოს მფლობელები არიან ამერიკელი ებრაელები, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2015 წელს იერუსალიმში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებითა და თბილისის მერის, დავით ნარმანიას მონაწილეობით გამართული ბიზნეს ფორუმის შემდეგ დაიწყეს. ამჟამად დასრულების სტადიაზე სასტუმროს მშენებლობა მთაწმინდაზე, ხოლო ჯგუფი 2018 წლამდე საქართველოში 40 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას აპირებს.



საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, ისრაელიდან ინვესტიციები არ შეწყვეტილა, ტურისტული ნაკადი კი რამდენჯერმე გაიზარდა. ეს შესაძლებელი გახდა ბიზნეს-პალატის მიერ ისრაელის ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობით, საქართველოს პოტენციალის ისრაელში პოპულარიზაციითა და საქართველოში ისრაელური ინვესტიციით მიმდინარე პროექტების მხარდაჭერით. გაისად, საქართველოში ისრაელის საელჩოსთან, კერძოდ კი, ელჩ შაბთაი ცურთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობა.


ცნობისთვის: ისრაელის დელეგაცია ქნესეთის ვიცე-სპიკერების, წევრების, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ბიზნესმენების შემადგენლობით თბილისს 23 დეკემბერს, გამთენიისას ეწვევა. ვიზიტის ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი". დელეგაცია 24-25 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს თბილისში, ოპერის სახელმწიფო თეატრსა და სასტუმრო „ბილტმორში" დაგეგმილ, ისრაელისადმი საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კონფერენციაში, რომელიც „ისრაელის სახლის" თაოსნობით გაიმართება.


 




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up