თბილისში „Hilton“-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო შენდება

თბილისში „Hilton“-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო შენდება

access_time2020-03-05 16:15:01

ქეთევან წამებულის გამზირზე მრავალფუნქციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. „Hill Home Residence“ „Hilton“-ის ბრენდის 11 სართულიანი სასტუმროს და 22 სართულიანი რეზიდენსს გულისხმობს. ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დეველოპერულმა კომპანია „ბლოქსმა“  უკვე დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

 მრავალფუნქციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის ინვესტიციის ოდენობა 48 მლნ ლარია. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია საცხოვრებელ კომპლექსში 1 მ² -ს ღირებულება  1 000 დოლარიდან იწყება. მრავალფუნქციური კომპლექსში საცხოვრებელის წილი 57.6%/ ხოლო სასტუმროსი- 42.4%-ს შეადგენს. 

 



როგორც არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ საპროექტო ტერიტორია მეტროსადგურ 300 არაგველის მიმდებარედ მდებარეობს და 4 040 მ² ფართობის მიწის ნაკვეთს წარმოადგენს. სასტუმრო კომპლექსის მთავარი მისადგომი და შესასვლელი ბოჭორმის ქუჩის მხრიდანაა, საიდანაც სპეციალურად მოწყობილი სამანქანო ჯიბის მეშვეობით შენობის ძირითად მისაღებსა და საერთო სივრცეში მოხვდებით.

 

ირკვევა, რომ ფუნქციურის თვალსაზრისით შენობა ორ დამოუკიდებელ ერთეულად იყოფა, თუმცა, სტილისტურად აღიქმება, როგორც ერთიანი არქიტექტურული მოცულობა. ნაგებობის საცხოვრებელი კომპლექსი სასტუმრო ბლოკზე 10 სართულით მაღალია. მიწის ქვევით ნაგებობა განვითარებულია ერთ სართულზე სადაც განთავსებულია ავტოსადგომი 50 მანქანაზე და ტექნიკური დანიშნულების ოთახები. ამასთან, შენობა ბოჭორმის ქუჩის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, სასტუმროს სტუმრებისა და მცხოვრებელთათვის განკუთვნილი სამანქანო ჯიბით, აგრეთვე, სპეციალურად მოწყობილი სამომსახურეო სამანქანო გზით, რომელიც უკავშირდება შენობის პირველ დონეზე განლაგებულ სხვადასხვა ტექნიკური დანიშნულების სათავსოებს.


 




განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შენობის მოცულობითი გადაწყვეტა მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმისაა. მიწის ნიშნულზე პირველი სართულის სიმაღლე იატაკის დონიდან 4.45 მეტრია, ხოლო მომდევნო ტიპური სართულის სიმაღლეა 3.2 მ. სასტუმრო ბლოკის გეგმარება დერეფნულია, ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზე განლაგებული სასტუმრო ოთახებით. საცხოვრებელი ნაწილის გეგმარებაც მართკუთხა ფორმისაა. საერთო ჯამში შენობას გააჩნია ოთხი კიბის უჯრედი და 2 ლიფტის შახტა, რომლებიც დაპროექტებულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმების სრული გათვალისწინებითა და დაცვით. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, გენერალური გეგმის დამუშავებისას კომპანიამ გაითვალისწინა ქუჩის მხრიდან არსებული სატრანსპორტო ნაკადები და მათი კავშირი საპროექტო შენობასთან. მათი ინფორმაციით მაქსიმალურად მოხდა მწვანე საფარის შენარჩუნება და მისი გამოყენება-გარდაქმნა სარეკრეაციო არეალად, ასევე გენერალურ გეგმაში სამანქანო გზებთან ერთად გათვალისწინებულია საფეხმავლო, ადაპტირებული ბილიკების და გარე განათების მოწყობა.

 

პროექტის დამკვეთი დიმიტრი გოხელაშვილია, კომპანია კი შპს „ავლაბარი ჰოტელ რეზიდენსი“.

 

კომპანია ბლოქსი, უძრავი ქონების ბაზარზე საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს, მათი წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული ალექსანდრე წულუკიძე 34% ალექსი მოდებაძე 42% ლაშა კვაჭაძე  24%. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი ქართული ოცნების შემომწირველები არიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თითოეულმა მათგანმა მმართველ გუნდს 60 000 ლარი შესწირეს.

 

 

მათი სამეწარმეო საქმიანობა შემდეგია:

 

 

 




 


ბაჩო ადამია


თეგები:
Hilton



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up