თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა

თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა

access_time2019-06-13 16:02:30

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსია და თურქეთი)160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.


საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო-ჯორჯია“ მე-11 პავილიონში იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
„გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს. წლების განმავლობაში, ქვეყანაში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალიკომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები და სპეციალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


გამოფენის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯია“ დირექტორმა,რესან ქიქავამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.


წელს, გამოფენაზე პირველად მონაწილეობენ საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „TheWine&VineInnovationCluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები (https://innovin.fr/index.php/en/). საკუთარ სტენდზე, ფრანგი მონაწილეებიღვინის აქსესუარებსწარმოადგენენ.


გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.


13 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო 81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველ ღვინის სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალები: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ალისტერ კუპერი (დიდი ბრიტანეთი), მარჩელო რეტამოლი (ჩილე), მეთიუ რობერტ ვილკინი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი დაქიშვილი, ნიკა აღდგომელაშვილი და მიხეილ მესხი შედიოდნენ.





თეგები:
WinExpo Georgia 2019



საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up