თბილისში გოლფის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში გოლფის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

access_time2019-04-15 19:58:06


13 აპრილს კრწანისში, Tbilisi Hills Golf & Residences-ში გოლფის სეზონის გრანდიოზული გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას პოლიტიკოსები, ბიზნესისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




Tbilisi Hills Golf & Residences-ის მთავარი ინვესტორის, Skinest Group-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ოლეგ ოსინოვსკის განცხადებით, მათი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს  ენერგოეფექტურობას და ამ პროექტშიც ცდილობს ამის ხაზგასმას.


„2018 წლის 21 სექტემბერს დავიწყეთ ოფიციალურად გაყიდვები და მიწის ნაკვეთების 30 % უკვე გაიყიდა. პირველი სამი კერძო სახლის პროექტი Tbilisi Hills & Golf Residences-ისგან უკვე შესრულებულია. ჩვენი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ენერგოეფექტურობას, ამიტომაც დავაყენეთ ქუჩის ეკო-განათება მთელს ტერიტორიაზე. 15 აპრილს ოფიციალურად ვიწყებთ ბინების გაყიდვას. ასევე Tbilisi Hills-მა და TBC-მ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ორივე კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კოლაბორაცია წარმატებული იქნება,“ - განაცახდა ოლეგ ოსინოვსკმა.



Tbilisi Hills Golf & Residences-ის დირექტორმა პოლ პოჰიმ გოლფის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დამწყებებისთვის „მწვანე ბარათის კურსი“ იარსებებს, რომლითაც დაინტერესებული პირი გოლფის თამაშს სამ დღეში შეისწავლის.


„ჩვენი პროფესიონალური 18-საათიანი კურსი გოლფის მოთამაშეებისთვის ნამდვილი გამოწვევაა, ხოლო თანამედროვე კლუბის შენობა - ქალაქის გასწვრივ გასაოცარი ხედებით - იდეალური ადგილია დასვენებისა და გოლფის სამყაროს გაცნობისთვის. დამწყებთათვის მწვანე ბარათის კურსი გვაქვს, რომლითაც თამაშს 3 დღეში შეგასწავლით. ასევე, ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან ჩვენ შევქმენით სპეციალური პოგრამა,  რომელიც გასართობიცაა და სასიამოვნო“ - აღნიშნა პოლ პოჰიმ.


Tbilisi Hills -ი არის 331 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა სახეობის  საცხოვრებელ, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს მოიცავს. ფართობის 60 პროცენტი გამწვანებული ნაწილია, ხოლო 40 პროცენტზე შენობებია განთავსებული.


კომპანიის ახალი მარკეტინგული კამპანიის სიმბოლო არის ვეფხვი, რომლის ინსპირაციაც მსოფლიოში ცნობილი გოლფის მოთამაშისა და მილიარდელის ელდერ ტონტ ვუდსის (იგივე ტაიგერ ვუდსის)  სახელი გახდა.


Tbilisi Hills-ი სტუმრებისთვის უკვე ფუნქციონირებს.




(R)






მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...


მსგავსი სიახლეები

up