მელიქიშვილისა და ვარაზისხევის კუთხეში Gino-ს ბრენდის ქვეშ სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. არქიტექტურულ ფორუმზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ პროექტმა 15 დეკემბერს ნებართვა მიიღო და მალე მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა.
GINO Holding-ის მფლობელი ნოდარ გიორგაძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ GINO Grand Melikishvili 12 მლნ ევროს ინვესტირებით ხორციელდება და მისი სისრულეში მოყვანა 2020-2022 წლებში იგეგმება.
სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი 70-75 ნომერს მოიცავს, სადაც კერძო მაცხოვრებლებიც განთავსდებიან. პროექტის დასრულების შემდეგ კომპლექსში 70-დან 100-მდე ადამიანი დასაქმდება. მულტიფუნქციურ შენობაში იქნება "ჯინოს ველნეს“ კონცეფცია.
წარმოშობით ქართველი, სლოვაკეთში მცხოვრები ბიზნესმენი, ნოდარ გიორგაძე თბილისისა და რაბათის "ჯინო ველნეს ცენტრების“ პროექტებით არის ცნობილი.
forbes.ge