თბილისში გამოფენა–ფორუმი – „არქიტექტურა დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი" გაიმართება

თბილისში გამოფენა–ფორუმი – „არქიტექტურა დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი" გაიმართება

access_time2017-03-24 18:00:46

„არქიტექტურა დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი" ამ სახელწოდებით ხვალ გამოფენა - ფორუმი იხსნება. ღონისძიება კავკასიაში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს ეძღვნება,რომელიც „გერმანია საქართველო 2017 წლის ფარგლებში"ტარდება.

 

 

საიუბილეო თარიღი, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა სიაში შევიდა, რომლებიც 2016-2017 წლებში UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება.

 


პროექტს ახორციელებს GIZ პროგრამა კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან: „ქალები აშენებენ კავკასიას" თანამშრომლობით.

 

 

პროექტის მხარდამჭერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და ენერგო ეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება არიან.


 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომლის შექმნა უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას. გამოფენაზე საარქივო ვიდეო-მასალის ჩვენებაა დაგეგმილი.

 

 

გამოფენის პარალელურად გაიმართება დიალოგ-ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-მშენებლები წაიკითხავენ მოხსენებებს გერმანელების მიერ დატოვებულ კვალზე არქიტექტურასა და მშენებლობის განვითარებაში, საქართველოში გერმანული დასახლებების ტურისტულ პოტენციალსა და მის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჟურნალის გამოცემა.

 


გამოფენას 18:00 საათზე სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის დირექტორი - მარიტა რიდელი გახსნის.

 

 

 

 



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი  ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up