თბილისში, ფრანგული რესტორნის - „Ladurée“ გახსნაზე 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა

თბილისში, ფრანგული რესტორნის - „Ladurée“ გახსნაზე 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა

access_time2019-02-19 13:20:24

საქართველოში „Ladurée“-ს რესტორნის გახნის მთავარი მოტივი ის იყო, რომ საოცნებო ატომსფერო ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისთვისაც მისაწვდომი“, - ამის შესახებ „Business Time“-ს რესტორან „Ladurée“-ს გენერალურმა დირექტორმა თეა შენგელიამ განუცხადა.


როგორც ფრანგული ბრენდული რესტორნის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, იმისთვის რომ საქართველოში აღნიშნული ბრენდის რესტორანი გახსნილიყო და ქართველ მომხმარებელს Ladurée-ს პროდუქცია დაეგემოვნებინა კომპანიამ 6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და დასაწყისისთვის რესტორანში 55 ადამიანია დასაქმებული.


„ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უნდა ყოფილიყო „ Ladurée“ რადგან ეს საოცნებო ატომსფერო ჩვენი მოქალაქეებისთვისაც მისაწვდომი ყოფილიყო. ასევე ჩვენი ჰოლდინგის პორტფოლიოში „Ladurée“-ს არსებობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ჰოლდინგი აერთიენაბს ლაქშერი მომსახურეობის რამდენიმე მიმართულებას, ამას დაემატება ასევე თავისუფლების მოედანზე მაღალი დონის ბუტიკ სასტუმრო “მონოგრაფი”, რომლის რესტორანში და ტერასაზეც Ladurée-ს პროდუქციის გასინჯვა იქნება შესაძლებელი“, - გვითხრა თეა შენგელიამ.


აღსანიშნავია, რომ ბრენდის მსოფლიოში ცნობილ მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად, „Ladurée“-ში წარმოდგენილი იქნება ფრანგული სამზარეულო. ქართველ კულინარებთან ერთად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კულინარიული გუნდი იმუშვებს.



როგორც კომპანიაში ფრანგული ბრენდის შესახებ ყვებიან, „Ladurée“ არის ფრანგული საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლი, რომელიც ყოველდღიურად 15 000 მაკარონს ყიდის. „Ladurée“-ში კერძები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნატურალური პროდუქტებით იქმნება.


ეს ყველაფერი 1862 წელს დაიწყო, როდესაც ლუი ერნესტ ლადუღემ პარიზში დააარსა საცხობი. ლუი ერნესტ ლადუღეს მეუღლეს, ჟან სუშაღდს, ჰქონდა სტილების შერევის, პარიზული კაფისა და საკონდიტრო მაღაზიის შერწყმის იდეა, რამაც შექმნა პირველი ჩაის სალონი ქალაქში.


„Ladurée” მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და დღეს „Ladurée“ უკვე საქართველოშია.


businesstime






ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up