თბილისში ფორუმი - "ამერიკული ბიზნესი საქართველოში" გაიმართება

თბილისში ფორუმი - "ამერიკული ბიზნესი საქართველოში" გაიმართება

access_time2016-12-12 10:43:00

 

12 დეკემბერს, სასტუმრო რუმს ჰოტელში, THE FINANCIAL -ის ორგანიზებით, გაიმართება ბიზნეს-ფორუმი "ამერიკული ბიზნესი საქართველოში". ღონისძიება მხარდაჭერილია ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ.

 

ფორუმის მიზანია საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ურთიეთობის წახალისება, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაცია, დასავლური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

 

ფორუმზე მონაწილეები გამართავენ დისკუსიას საქართველოში და დასავლეთში შექმნილ ახალ რეალობაზე. კერძოდ, არჩევნების შემდეგ, ბიზნესში და სავაჭრო ურთიერთობებში მოსალოდნელ ცვლილებებზე, მათ შორის საკანონმდებლო და პოლიტიკურ.

 

გამომსვლელთა შორის არიან:

 


R. Michael Cowgill, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი.

 

Mr. Fady Asly, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში. ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შექმნილი ინვესტორთა საბჭოს წევრი 2015 წლიდან.

 

Mr.Joerg Matthies, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი. 2009-2013 წლებში ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერსის დირექტორი.

 

Mr. Volodymyr Lozynskyy, გენერალური დირექტორი, ჯორჯიან მანგანეზი. ჯორჯიან ამერიქან ელოის.

 

ირაკლი კილაურიძე, მმართველი მენეჯერი, Colliers International Georgia

 

ოთო ბერიშვილი, აჭარა გრუპ ჰოსპიტალიტის ბიზნეს განვითარების დირექტორი.

 

 



„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...


მსგავსი სიახლეები

up