ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, მაგრამ მაინც ფუჭდება

ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, მაგრამ მაინც ფუჭდება

access_time2018-06-29 13:00:00


„თბილისში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, სხვა შემთხვევაში მათ ხაზზე გასვლის უფლება არ აქვთ,“ -ასეთი უპასუხეს „კომერსანტს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ დასმულ კითხვაზე  რატომ გამოდის სისტემატურად მწყობრიდან ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსები და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?



როგორც კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, ხაზზე გასული ავტომანქანები ყოველ საღამოს მოწმდება, უტარდებათ დათვალიერება და ასე შემდეგ. თუმცა, მათივე განმარტებით, არის  მწყობრიდან გამოსვლის ცალკეული შემთხვევებიც, რომელსაც ობიექტური მიზეზები აქვს და რომლის აღმოფხვრაც ძალიან სწრაფ პერიოდში ხდება.


„ავტომანქანის გამართულობა დამოკიდებულია მის მიერ გავლილ მანძილზე. შესაბამისად, რაც უფრო მეტს გადის ავტომანქანა, რისკი იმისა რომ გაფუჭდეს, უფრო მაღალია. თუ ავტომობილი ფუჭდება, ის დაუყოვნებლივ შედის ავტოფარეხში, მას უტარდება სერვისი და ბრუნდება ხაზზე. ესევე აღსანიშანვია, რომ მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსის ჩანაცვლება ალტერნატიული მანქანით ხდება,“-აცხადებენ კომპანიაში.




„თბილისის მიკროავტობუსში“ განმარტავენ, რომ ტექდათვლიერებას ავტომანქანები 6 თვეში ერთხელ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ ტექდათვალიერების ცენტრში გადიან, თუმცა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ცენტრის მიერ გაცემულ დასკვნაზე და ხარისხზე პასუხს ვერ აგებს.



რაც შეეხება მიკროავტობუსებში არსებულ კონდიცირების სისტემას და მათ გამართულად მუშაობას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ამისთვის მარტიდან დღემდე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მათივე განცხადებით, გუშინდელი მონიტორინგის შედეგით, რომელსაც კომპანია დამოუკიდებლად აწარმოებს, მიკროავტობუსების 91 პროცენტში კონდიციონერი ჩართულია.


„ის სხვაობა, რაც არის, მოკლე სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე ტრანსპორტს უკავშირდება, სადაც ასევე ჩართულია კონდიციონერი, თუმცა, მოკლე მანძილის გამო ეფექტი არ აქვს“-აცხადებენ კომპანიაში.



რაც შეეხება საწვავის ხარჯს, რომელიც კონდიცირების ჩართვის შედეგად იზრდება, მას კომპანია სრულად ანაზღაურებს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up