თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

თბილისში EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

access_time2017-03-10 12:54:58

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეს კოპაჩმა EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გახსნეს. რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები.

 

 


EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

 


 


,,მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის მაღალი ხარისხი ყველა სფეროში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის პრინციპზე მოქმედი ერთიანი ბაზრის შექმნას გულისხმობს, სადაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული რესურსის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მისი გარანტი კი სოლიდარობის პრინციპის საყოველთაო აღიარებაა. ასევე, ყველა თანხმდება, რომ მომავალი ენერგეტიკა და ეკონომიკის დარგები დაეფუძნოს სუფთა, განახლებადი ენერგიების მზარდ გამოყენებას, ენერგოეფექტურობის წახალისებასა და დაბალემისიებიანი ენერგეტიკული და ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელებას"-განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up