თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები მოეწყობა

თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები მოეწყობა

person access_time2016-10-12 09:40:00

 

კომპანია E-space-ი თბილისში ელექტომობილების დასამუხტი სადგურების მოწყობას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი სულხან გვალია რადიო „კომერსანტთან" ამბობს, რომ მიმდინარე თვეში თბილისში , რამდენიმე სადგური მოეწყობა კუს ტბის ასახვევში და ევროპის მოედანზე, მთლიანობაში კი წელს სულ 25 სადგურის მოწყობაა დაგეგმილი. გვალიას განცხადებით, მომავალ წელს დასამუხტი სადგურების რაოდენობა მთელს საქართველოში 100 - მდე გაიზრდება, ავტობანზე კი 3 სწრაფი დამტენი განთავსდება.

 



E-space-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეისათვის დიდი კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტრომობილებს აწარმოებენ საქართველო საინტერესო არ არის, ამიტომ „ი-სპეისმა"ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.

 

 

„ უახლოეს 2-3 წელიწადში იმის პერსპექტივა, რომ ელექტრომობილების რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე საწვავზე მომუშავე ავტომობილების, არ არის, თუმცა მთელს მსოფლიოში არის დინამიკა, რომ ელექტრომობილების რაოდენობა იზრდა. გარდა იმისა, რომ ელექტრომობილი ეკოლოგიის თვალსაზრისით საუკეთესო არჩევანია, ფასის მხრივ ბევრად მიმზიდველი ხდება . მათი ღირებულება 2-3 წელიწადში ერთხელ ღირებულება 30%-ით მცირდება და ხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობისთვის" - აცხადებს გვალია.




მისივე განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე მათ ქსელში ელექტრომობილების დამუხტვა უფასო იქნება და ეს გადაწყვეტილება კომპანიის ინვესტიციაა მომავალში.


 


რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ე.წ ქალაქის ელექტრომობილებს კვირაში საშუალოდ 3-ჯერ დატენვა სჭირდება. სწრაფი დატენვის ხანგრძლივობა კი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება.



E-space-მა  ტექნოლოგია ავსტრიიდან შემოიტანა. სულხან გვალია ამბობს, რომ ჩაატარეს კვლევა, რომელი მწარმოებელია ყველაზე ეფექტური და კომპანია შესაბამისად შეარჩიეს. უახლოეს პერიოდში კომპანია ელექტრომობილების საკუთარი სალონის გახსნასაც გეგმავს, სადაც მომხმარებელს ავტომობილის შეძენა შეეძლება და სალონისთვის შესაბამისი ფართიც უკვე შერჩეულია. გვალია ამბობს, რომ დღეს მოქალაქეებს თვითონ შემოყავთ ავტომობილები. გასულ წელს მათი რაოდენობა 20 იყო,  წელს კი საქართველოში სულ 50 ელექტრომობილია.




 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up