თბილისში ელექტრომობილების დამტენი სადგურები გაიხსნა

თბილისში ელექტრომობილების დამტენი სადგურები გაიხსნა

access_time2016-11-05 14:35:42

თბილისში ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან დამონტაჟებულ ელექტრომობილების დამტენ სადგურებზე მანქანის დამუხტვა 2017 წლის ბოლომდე უფასო იქნება.

 

 


დღეს ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და კომპანია "E-Space"-ის წარმომადგენლებმა გახსნეს.

 

 

 

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია "E-Space"-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან კომპანია "E-Space"-სს ტერიტორია უსასყიდლოდ გადასცა.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობა კომპანია „სითი პარკთანაც" აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს.

 

 

 


„ამ დროისთვის თბილისში 50-მდე ელექტრომობილია, რომლის მფლობელებსაც აქვთ საშუალება ყოველგვარი საფასურის გარეშე მოახდინონ საკუთარი მანქანების დამუხტვა. თბილისის მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიის ინიციატივით განხორციელდა. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივას, რადგანაც თბილისის მომავალი არის უკეთესი გარემო. უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ლექვინაძემ.

 

 

 

 

 

 

 

მისივე თქმით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.

 

 

 

„უახლოეს პერიოდში თბილისში იგეგმება 100-მდე მსგავსი ტიპის სადგურის მოწყობა. ჩვენ ამაში კომპანიას მხარს დავუჭერთ. მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს, საკუთარ ავტოპარკში ელექტრომობილების აქტიურ ჩანაცვლებაზე", -განაცხადა ლექვინაძემ.

 

 

 

კომპანია "E-Space"-ის გენერალური დირექტორის სულხან გვალიას განცხადებით, წლის ბოლომდე თბილისში კიდევ იგეგმება ელექტრომობილის 25 დამტენი სადგურის გახსნა.

 

 

 

„აღნიშნული სადგურები მანქანას საშუალოდ 2 საათში დამუხტავს, თუმცა გააჩნია ელექტრომობილის სიმძლავრეს. დამუხტვა უფასო იქნება შემდგომი წლის ბოლომდე. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა", - განაცხადა სულხან გვალიამ.

 

 

"ინტერპრესნიუსი"

 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up