თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა

თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა

access_time2016-03-24 15:11:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.


„საქართველოსთვის ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანას, დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, მისი უფლებები და კანონის უზენაესობა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს; გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცემა ,“ – განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები და სამუშაო ადგილების შექმნა; განათლების რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.


"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველა განვითარების ახალი დღის წესრიგის სათავეებთან ვდგავართ. შარშან სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მიღებულ იქნა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჩვენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწოდებულნი ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს განვითარების და გაუმჯობესების საქმეში. უფრო მეტიც, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ დონეზე ჩვენი მიზნებიცაა, რომლის მიღწევაც პირველ რიგში, ჯერ საქართველოს წინსვლასა და აყვავებას მოიტანს. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ვიმუშავებთ მოსახლეობის დაგროვილი პრობლემების გადაჭრაზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსახლეობის ყველა ჯგუფის კეთილდღეობას," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო ღია და ეფექტიანი მმართველობის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეები ივნისში ბათუმში დაგეგმილ მერვე მინისტერიალის კონფერენციაზე მოიწვია.

 

ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრეს ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი წარმოადგენს საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს. საქართველო პარიზის დეკლარაციას 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია განსაზღვრავს დახმარების მიმღებ ქვეყნებსა და დონორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ითვალისწინებს ორმხრივ ანგარიშვალდებულებას, მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან და ინფორმაციის რეგულარულ გაზიარებას.

 

ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.



მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს
access_time2021-01-18 14:15:52
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა წარადგინონ. „დღეს საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი. პრემიერისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ამ 2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შეიმუშაონ. პრინციპში, მისი მონახაზები უკევ არსებობს. ერთბაშად არ უნდა გაიხსნას და...

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...


მსგავსი სიახლეები

up