თბილისში დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელოდებიან - სკანდალურ კვლევასთან დაკავშირებით ქართული მხარე განმარტებებს ითხოვს

თბილისში დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელოდებიან - სკანდალურ კვლევასთან დაკავშირებით ქართული მხარე განმარტებებს ითხოვს

person access_time2016-07-11 09:08:40

გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან განმარტებებს ელოდება.


ჰაერის დაბინძურების მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის ლიდერობს - შესაბამისი კვლევასაერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ" გამოაქვეყნა.ანგარიში სახელწოდებით Energy and Air Pollution მიმდინარე წელს არის გამოქვეყნებული, თუმცა, ამ კონკრეტული მიმართულებით 2012 წლის მონაცემებს ასახავს. კვლევაში მოცემულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას კაცზე, რაც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების შედეგად. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ყოველ 100 ათას კაცზე ბულგარეთში ფიქსირდება.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ გარემოს დაბინძურების  შემცირების მიზნით  2013 წელს შექმნილი სახელმწიფო პროგრამა აღდგება. განახლდება უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაც, რომელშიც ჩართული იქნებიან ყველა უწყების წარმომადგენელები და შემუშავდება სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების შემცირებას.


მეგრელიშვილი ამბობს, რომ სამინისტრო მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს და იქ, სადაც ცხელი წერტილებია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქტიური, არის გადაჭარბებები, თუმცა აქტიურად მიდის მუშაობა სიტუაციის შესაცვლელად. მეგრელიშვილი ამბობს, რომ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, არსებობს სერიოზული კითხვები და ორშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა დააფიქსირონ რაზე დაყრდნობით მოხდა მონაცემების მიღება.

 

მეგრელიშვილის განცხადებითვე, საქართველოში ნამდვილად არ არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე ცუდი მდგომაროება. მისივე თქმით, მთავარი დამაბინძურებელი მაინც ავტომობილებია,  თუმცა ავტოტრანსპორტის სექტორი კომპლექსურია და მხლოდ ტექდათვალიერება არაა საკმარისი საკითხის მოსაგვარებლად. ამასან, ის ფიქრობს, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება იქნება ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით.





 



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up