დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის ინფორმაციით, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს წლის ბოლომდე 60 ბინა გადადეცემა.
ბესარიონ სიმონიშვილმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და სამაგალითო თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„წლის ბოლომდე, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ 17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. თითოეულ ვეტერანს ვულოცავ ამ დღეს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაგალითო თავდადებისათვის. ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, 2020 წლიდან, ვეტერანი დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ.
წელს, ვეტერან დევნილთა ოჯახებს 160 ბინა უკვე გადავეცით ზუგდიდსა და ქუთაისში და წლის ბოლომდე, თბილისში კიდევ 60 ოჯახს განვასახლებთ”, - განაცხადა სიმონიშვილმა.