თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ი სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება

თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ი სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება

access_time2020-05-11 13:00:56

თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ი სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ „სილ ქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორმა   გიორგი მარიმ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, პროექტი წლების წინ დაანონსდა, თუმცა, ამ დრომდე ინვესტიციების მოზიდვის პროცესი მიმდინარეობდა. მარის განცხადებით, „სილქ როუდ ჯგუფმა“ ტელეგრაფის შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო IFU დანიური საინვესტიციო ფონდიდან (Danish SDG Investment Fund) მოიზიდა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 50 მილიონ აშშ დოლარამდეა. როგორც მარი აღნიშნავს, დანიური ფონდი პროექტი წილში შემოვა. „ეს ფული მოდის კაპიტალის სახით და არა სესხის, თუმცა, წილის პროცენტი პროექტში მინიმალური იქნება “-აცხადებს მარი.


მისი ინფორმაციით, დარჩენილი თანხის მოზიდვას „სილქ როუდ ჯგუფი“ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან თუ საფინანსო ინსტიტუტებიდან შეეცდება.


როგორც გიორგი მარი აღნიშნავს,ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტირების ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ, 10 თვეს გაგრძელდება. საბოლოოდ მშენებლობის დასრულება კი დაახლოებით 2023 წლისთვის იგეგმება.



„სილ როუდ ჯგუფოის“ უძრავი ქონების   განვითარების დირექტორი აცხადებს, რომ სასტუმრო Telegraph-ი Radisson Hotels Group-ის მმართველობაში იქნება. „Radisson-თან ამჟამადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გვინდა, რომ სასტუმრო Radisson Collection-ის პროექტი იყოს და ერქვას Telegraph-ი “-აცხადებს მარი.


220-ნომრიანი სასტუმრო 350 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებს პირველ სართულზე საკვები ობიექტების, ხოლო სახურავზე კი ტერასის მოწყობას. ასევე საკმაოდ მოცულობითი შიდა ეზოს რეკონსტრუქციას საკონფერენციო და საბანკეტო ობიექტების განსათავსებლად.რეკონსტრუქცია ჩატარდება „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფის შენობა იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც რეკონსტრუქციას აღნიშნული სტანდარტით განახორციელებს.




„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ მისასალმებელია  დანიის საინვესტიციო ფონდის (Danish SDG Investment Fund)  მიერ აღებული ვალდებულება, გამოყოს 15 მილიონი ევრო „სილქ როუდ ჯგუფის“ ახალი პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს თბილისის გულში ყოფილი ტელეგრაფის უნიკალური შენობის რეკონსტრუქციას.


„ჩვენ 2007 წელს დავიწყეთ საქართველოში სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ინდუსტრიაში ინვესტირება. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო და ის დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და აგვისტოს ომს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროექტები წარმატებული აღმოჩნდა. ახლაც ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ გვჯერა საქართველოში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის პოტენციალის და მადლობელი ვართ IFU-სი ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და კერძოდ ჩვენი კომპანიის და ამ პროექტის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის ამ ურთულეს დროს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.“-აცხადებს გიორგი რამიშვილი. 



IFU’s გენერალური დირექტორი ტორბენ ჰუსი: “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებთ ამ პროექტს და მოუთმენლად დაველოდებით ამ ღირსშესანიშნავი შენობის გადაქცევას მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ თანამედროვე სასტუმროდ, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და შეიტანს წვლილს საქართველოში ტურიზმის და ბიზნესის შემდგომ განვითარებაში.“



საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა: “ეს პროექტი ძალიან კარგი სიახლეა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს მსხვილ ადგილობრივ ინვესტიციას ამ მეტად რთული ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში.”


IFU-ს ინვესტიციების დირექტორი კლაუს პრებენსენი, რომელიც ამ პროექტის დაფინანსებას IFU-ს მხრიდან ხელმძღვანელობდა:“მწვანე არქიტექტურის ოქროს სტანდარტის პროექტში ინტეგრირება ასახავს ჩვენს სწრაფვას ხელი შევუწყოთ ადგილობრივ განვითარებას ბუნებრივ გარემოზე ზრუნვასთან ერთად, რაც მდგრადი განვითარების კონცეფციის უმთავრესი პრინციპებია და წარმოადგენს IFU-ს და განვითარებადი ქვეყნების დაფინანსების დანიური საინვესტიციო ფონდის ძირითად პრიორიტეტებს.“



შენობა მდებარეობს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე და წარმოადგენს რესპუბლიკის მოედანზე „სილქ როუდ ჯგუფის“ სხვა უძრავი ქონების ობიექტების კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ჯგუფის კუთვნილი რადისონის სასტუმროსთან ახლო მდებარეობა საშუალებას იძლევა ეს პროექტი მოექცეს მოედნის საერთო სარეკონსტრუქციო გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გადააქციოს რესპუბლიკის მოედანი ქალქში ტურიზმის და გართობის ინდუსტრიის მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად.


შეგახსენებთ, „სილქ როუდ ჯგუფი ფოსტის ყოფილ შემობაში თავდაპირველად Park Inn-ისბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით ბრენდი შეიცვალა. Park inn- ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ ბრენდის მფლობელ „რეზიდორ ჯფუთან“ სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა ხელშეკრულება 2013 წელს გააფორმა. პროექტის ღრებულებად 22 მილიონი დოლარი დასახელდა და თანხის მოზიდვა „ვითიბი ბანკის მეშვეობით მოხდა. Park Inn-ის სასტუმრო 2015 წლის მესამე კვარტალში უნდა გახსნილიყო.


სოფო ქსოვრელი 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up