თბილისში ბინების გაქირავების ბაზარი პრაქტიკულად გაჩერებულია

თბილისში ბინების გაქირავების ბაზარი პრაქტიკულად გაჩერებულია

access_time2020-06-26 17:00:08

თბილისში უძრავ ქონებაზე გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები მცირდება. Covid 19-ის პერიოდში დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში გასაქირავებელი ბინების ღირებულება შესამჩნევად დაეცა. შემცირება შეეხო ფაქტობრივად ყველა ტიპის ბინას, როგორც მცირე ფართის, ასევე დიდ ბინებსაც. პანდემიის ფონზე ბინების გაყიდვების რაოდენობამაც დაიკლო, თუმცა ფასის თვალსაზრისით განსაკუთრებული კლება არ შეინიშნება.


კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში ბინების გაქირავების ბაზარი ფაქტიურად გაჩერებულია, შესაბამისად ფასებმაც დაიკლო.


„ჩვენ ძირითადად პრემიალური ბინები გვაქვს და ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ბინების გაქირავების ბაზარი პრაქტიკულად გაჩერებულია, რადგან უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, თავიანთ ქვეყნებში წავიდნენ და ჯერჯერობით არ დაბრუნებულან, შესაბამისად გასაქირავებელი ბინების 80-90% ფაქტიურად ცარიელია. აქედან გამომდინარე, გასაქირავებელ ბინებზე ფასების კლებაც აშკარაა და უკვე შეინიშნება კიდეც. რაც შეეხება გასაყიდ ფასებს, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულ კლებასთან გვაქვს საქმე, მართალია დეველოპერებმა დაიწყეს სხვადასხვა კამპანიები, თუმცა ამას ფასდაკლებას ვერ დავარქმევ, ეს უფრო სამოტივაციო შეთავაზებებია. უშუალოდ პირდაპირი სარეალიზაციო ფასის კლების განცხადება ჯერჯერობით არცერთ დეველოპერს არ გაუკეთებია“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.



მიმდინარე წლის ივნისის პერიოდში უძრავი ქონების მიმართ ინტერესის ზრდაზე ისაუბრა „კომერსანტთან“ Myhome-ის პროექტის ხელმძღვანელმა მადონა კაჭკაჭაშვილმა.


„თბილისში გასაყიდი და გასაქირავებელი ღირებულების საშუალო მაჩვენებელი Myhome-ის მონაცემებზე დაყრდნობით, უმნიშვნელოდაა შემცირებული და ჯერჯერობით მაქსიმუმ 3-5% კლებაა. რაც შეეხება მოთხოვნას, მომხმარებლების აქტივობა და ძიება რადიკალურად გაიზარდა ივნისის განმავლობაში და საიტზე ვიზიტორების ოდენობის პრე-კოვიდისეული ეტაპის მაჩვენებელსაც გადაასწრო - რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები აქტიურად ეძებენ უძრავ ქონებას და დიდია ამ მხრივ ინტერესი. ვიზიტორების 20%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებითაც“, - განაცხადა მადონა კაჭკაჭაშვილი.


თიბისი კაპიტალის ახალი კვლევის მიეხდვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამური კლების პროგნოზი -30%-დან -20%-ზე კორექტირდება, ხოლო ფასის მოსალოდნელი წლიური ცვლილება (აშშ დოლარში) დაახლოებით -10%-ია. 2021 წელს ბაზარზე მოთხოვნის დაბრუნებაა მოსალოდნელი (ტრანზაქცია დაახლოებით 2019 წ. დონეზე, ფასი კი დაახლოებით 5%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს), ხოლო 2022 წლისთვის მოსალოდნელია გაყიდვებმა 2019 წლის დონეს გადააჭარბოს. რაც შეეხება ქირის ფასს, საქართველოში მკვეთრ კლებას განაგრძობს ქირის ფასი დოლარში, რომელიც, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში 12%-ით იყო შემცირებული. ქირის ღირებულება ბინის გასაყიდი ფასის ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია, რაც ბინების ფასების კლების გაგრძელების მოლოდინს ქმნის.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up