თბილისში, 2021 წლის ივნისში 3,378 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას,2019 წელთან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ $153 მლნ შეადგინა.
თბილისში ბინების ტრანზაქციებმა 2020-ის ივნისში 153 (+62.7% y.y და +4.8% 2019 წლის ივნისთან შედარებით) და ბაზრის ზომამ $3.4 მლრდ (+57.9% და +10% შესაბამისად) შეადგინა.
2021 წლის ივნისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,165 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა 1,213-მდე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2021 წლის ივნისში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა $102 მლნ-მდე. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი 20%-ით, $51 მლნ-მდე გაიზარდა.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 2019-თან შედარებით 34%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 20%-იანი კლება განიცადა.
GBC.GE