თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს, ქვედა კუდირების მოტეხილობები.
დაშავებულები სასწრაფომ გადაიყვანა სტაციონარში.
1 TV