თბილისში ახალი სასტუმრო ELEVEN INN TBILISI გაიხსნება

თბილისში ახალი სასტუმრო ELEVEN INN TBILISI გაიხსნება

access_time2021-05-13 16:00:52

თბილისში გრიშაშვილის ქუჩაზე ბუტიკური ტიპის ახალი სასტუმრო უახლოეს პერიოდში  გაიხსნება. Eleven Inn Tbilisi მაღალ სტანდარტზე მოწყობილ 11 ოთახს მოიცავს.

 

სასტუმროში ასევე იქნება კონცეპტუალური კაფე, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ადგილობრივი ნაწარმი შეიძინონ, მათ შორის ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ.

 

„Eleven Inn Tbilisi-ს გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. ყველაზე რთულ სიტუაციაში ტურიზმის კუთხით დედაქალაქი აღმოჩნდა. ის პირდაპირაა მიბმული საერთაშორისო მიმოსვლაზე და აქ შიდა ტურიზმზე ლაპარაკი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, სასტუმროს გახსნა გადავდეთ. ახლა, როდესაც გამოჩნდა იმედის ნაპერწკალი და მცირე დოზით ტურისტებიც შეინიშნებიან ქალაქში, გადავწყვიტეთ გარისკვა და სასტუმროს გახსნა. პარტნიორებისგან გვესმის, რომ ნაწილი მოგზაურების უპირატესობას ანიჭებს სწორედ ბუტიკური ტიპის მცირე ზომის სასტუმროებს მეტი უსაფრთხოების მოტივაციით. ამ შემთხვევაში, Eleven Inn Tbilisi ზუსტად პასუხობს პანდემიის გამო შეცვლილ მოთხოვნებს: არის მცირე ზომის, ახალი და მაღალ სტანდარტებზე მოწყობილი სასტუმრო, სადაც თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს სტუმარი. სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად პასუხობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც თავის წილ გავლენას ახდენენ სტუმრის უსაფრთხოებსა და კომფორტზე. სასტუმროში ნომრების სულ 4 კატეგორიაა: Budget Room with Balcony, Standard Room, Standard Room with Balcony da Suite with Balcony. მსგავს პატარა სასტუმროების უმეტესობაში იშვიათია სტანდარტების შესაბამისი სივრცეები, Eleven Inn-ს კი სწორედ ეს გამოარჩევს სხვა ობიექტებისგან, აქ თითოეული დეტალი კარგად დაგეგმილი და გათვლილია, - ამბობს Eleven Inn Tbilisi-ს კონსულტანტი გიორგი დოლიძე.


 

ობიექტი ადგილობრივი ინვესტიციით გაკეთდა. საინვესტიციო ღირებულება 180 000 დოლარია, სასტუმროში 10 ადამიანია დასაქმებული.


business-partner.ge


თეგები:
ELEVEN INN TBILISI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up