თბილისში არაბული და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების B2B შეხვედრები გაიმართა

თბილისში არაბული და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების B2B შეხვედრები გაიმართა

access_time2021-10-15 15:20:00

თბილისის ტურისტული პროდუქტების ცნობადობის გაზრდის მიზნითა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად, დედაქალაქს არაბთა გაერთიანებული საემიროების, ქუვეითის, კატარის, ომანის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ვიზიტის ფარგლებში, დღეს თბილისისა და საქართველოს შესახებ პრეზენტაციები, ასევე, სტუმარ ორგანიზაციებსა და ქართულ ტურისტულ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.


„თბილისის მერია სხვადასხვა პროექტის სახით, აქტიურად არის ჩართული ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დედაქალაქში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მაღალმხარჯველიანი ბაზრებიდან ვიზიტორების მოზიდვას. არაბული კომპანიების ვიზიტი მნიშვნელოვანია თბილისის საერთაშორისო პოზიციონირებისა და პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის. აღნიშნული ღონისძიება და B2B სესია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების გამყარებას. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და სწორი მიდგომებით, შევძლებთ, სწრაფად მივაღწიოთ ტურიზმის სექტორის სრულ აღდგენას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



ღონისძიების მიზანს წარმოადგენს თბილისში რეგისტრირებული ტურისტული კომპანიების მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზრების წარმომადგენლებთან საქმიანი კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და პარტნიორებთან ერთად, მომავალი აქტივობების დაგეგმვა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს Covid 19-ის პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად.


აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის სექტორს საშუალებას მისცემს, აქტიურად იმუშაონ ახალ ტურისტულ ბაზრებზე, მოიზიდონ მეტი საერთაშორისო მაღალმხარჯველიანი ვიზიტორი და ამასთანავე, ხელს შეუწყობს ტურისტული დანახარჯების ზრდას, რაც თბილისის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება.


ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up