თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

access_time2018-06-07 10:00:40

თბილისში უმაღლესი სამედიცინო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. ჰოსპიტალს ოპერირებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული ამერიკული Innova Health Management-ი გაუწევს.

 

როგორც ჰოსპიტლის ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანიკომერსანტთან საუბრისას განმარტავს, მშენებლობა აქამდეც უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ფინანსური რესურსების მოძიების მხრივ დროში გაჭიანურდა.


მისივე განმარტებით, დღეს შეთანხმება მიღწეულია ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან საკრედიტო რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. 


ტვილდიანის ინფორმაციით, უახლოეს 1 თვეში ტენდერის საფუძველზე შეირჩევა სამშენებლო კომპანია, რომელიც პროექტს განახორციელებს. ეს იქნება საერთაშორისო ტენდერი, რადგან სამუშაოების ნაწილი უცხოელების გასაკეთებელი იქნება.


მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.პროექტის მთლიანი ღირებულება 55 მილიონი აშშ დოლარი იქნება.



ახალი ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია „თიბისი ჰოლდინგი, ჰოლდინგი „კონტი და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი (აიეტი). ჰოსპიტალში 400 ადამიანის დასაქმება იგეგმება.



პროექტი 2014 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. ჰოსპიტალში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან ამერიკაში ლიცენზირებული ქართველი ექიმები. მის ბაზაზე, სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტისა და აშშ-ს წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით, ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგის პროფესიონალთა ქსელის გაფართოებას.



დიმიტრი ტვლიდიანი 2014 წლის აგვისტოში „კომერსანტთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჰოსპიტალში არსებული ფასები არსებულთან დაახლოებით 50 პროცენტით ძვირი იქნება.



„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო აფინანსებს ძირითად ნაწილს ამ ხარჯებისას, მოსახლეობის 90 პროცენტს ექნება საშუალება, რომ ჩვენი მომსახურება მიიღოს. ჩვენი მომსახურება იქნება რამდენიმეჯერ იაფი ვიდრე ევროპაში, თუმცა ცოტა უფრო ძვირი, ვიდრე საქართველოში-აცხადებდა ტვილდიანი.



მისი თქმით, გაკეთდა სპეციალური კვლევა, რომელმაც აჩვენა,. რომ როდესაც ქართველები საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად მიდიან იმიტომ, რომ ეძებენ ხარისხს. ამერიკული ჰოსპიტლის გახსნის წინაპირობაც ეს გახდა.



„როდესაც ჩვენთან ამერიკიდან ექიმებს მოვიწვევთ, ყველას თავის კლინიკასთან კავშირები ექნება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩავერთოთ ქსელებში, რომელიც მოგვცემს საშუალებას,რომ საჭიროების შემთხვევაში გადასანერგი ორგანოებიც ჩამოვიტანოთ და შევეცდებით, რომ პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გავუშვათ.ჰოსპიტალი ფართო პროფილის იქნება. აუცილებლად, იქნება თერაპიაც, მეანობა-გინელოკოლგიაც, ქირურგიაც, პედიატრიაც, ონკოლოგიაც, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული მომსახურებაც და იქნება პოლიკლინიკური მომსახურებაც-აცხადებდა ტვილდიანი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 





ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up