თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი ტარდება

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი ტარდება

access_time2016-12-07 10:00:15

დღეს და ხვალ, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi'-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) ტარდება. წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი", მასშტაბური ღონისძიებაა სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი სპიკერებიდან გამომდინარე. ფორუმს დაესწრება 800 მონაწილე, მათ შორის ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებელი. ფორუმში მონაწილეობენ მერები საფრანგეთის და იტალიის ქალაქებიდან.

 


ფორუმი სახელწოდებით - „თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის" სამ დღიანია. მასში გაერთიანებულია 12 თემატური სესია: გონიერი ქალაქები, მწვანე ქალაქები, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი გაწერილია ორ დღეზე. ფორუმს მოდერაციას უწევს 13 მოდერატორი, 103 პრეზენტატორი, მათ შორის 53 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი ტრანსპორტის, სტრატეგიების შემუშავების, ფონდების მოძიების, ინვესტიციების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ელ. მმართველობის მიმართულებებით.

 

2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხია და საფუძველს ქმნის "გონიერი" და მოქალაქეების ჩართულობით ფორმირებული ქალაქების ჩამოყალიბების მიმართულებით. ფორუმი იძლევა საქმიანი შეხვედრების და დისკუსიების წარმართვის მრავალმხრივ შესაძლებლობას.

 

 

ფორუმის მონაწილეები არიან სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.

 

ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი რეკომენდაციებს მიიღებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის; დამატებითი ფონდების მოძიების სტრატეგიებს, ხელი შეეწყობა ინვესტიციების ზრდას; მოხდება ქალაქ თბილისის პოზიტიურად წარმოჩენა; საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება; დამეგობრებულ ქალაქებთან პარტნიორობის გაღრმავება; ახალი პარტნიორი ქალაქების შეძენა; მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების და ელექტრონული მმართვლობის განვითარების ხელშეწყობა; სხვადასხვა ქალაქებისგან საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ენერგოეფექტურობის და მწვანე ქალაქების მიმართულებით; „მწვანე ინიციატივის" ხელმოწერის შემდეგ ქალაქები ფორუმზე ყოველწლიურად წარმოადგენენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა შექმნა

Biletebi.ge-მ  ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა  შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...


მსგავსი სიახლეები

up