თბილისში  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლების მიერ ჯარიმის სახით 6 თვეში 19 მილიონ ლარამდეა გადახდილი

თბილისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მძღოლების მიერ ჯარიმის სახით 6 თვეში 19 მილიონ ლარამდეა გადახდილი

access_time2019-08-14 20:30:33

თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წლის 6 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი შევიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება,- ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.


ანგარიშის თანახმად, თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 6 თვის განმავლობაში 27 მილიონ 851.3 ათასი ლარი შევიდა და არსებული გეგმა 139.3 %-ით შესრულდა.


ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 მილიონ 359.1 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც ძირითადად გამოწვეულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ამოღებული ჯარიმების ზრდით.



უფრო კონკრეტულად, გასული წლის 6 თვეში თბილისის ბიუჯეტში 8 მლნ 749.1 ათასი ლარი შევიდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან, წელს კი 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი.


ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმებიდან თბილისის ბიუჯეტმა 2 მილიონ 574.7 ათასი ლარი მიიღო, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო - 3 მილიონ 090.5 ათასი ლარი, დასუფთავების წესების დარღვევის გამო - 302.5 ათასი ლარი, სხვა ჯარიმებიდან -კი 2 მილიონ 973.0 ათასი ლარი.


BPN






საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა
access_time2019-08-19 10:00:29
„ინდურ ავიაკომპანია INDIGO-სთან, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე 43% უკავია საქართველომ მოლაპარაკებები განაახლა. როგორც „კომერსანტს“ TAV Georgia-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ქართულ მხარესა და ინდურ ავიაკომპანიას შორის კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. „თუმცა, საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი  INDIGO წელს დაიწყებს ფრენას საქართველოში თუ არა 2020 წლიდან,“ - აცხადებენ TAV Georgia-ში. ინდურ...


მსგავსი სიახლეები

up