4-5 აპრილს, შერატომ გრანდი თბილისი მეტეხი პალასში „არეა ჯგუფი“ საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე დიდ გამოფენა-გაყიდვას “„არეა ექსპო 2020“ მართავს. ღონისძიების გენერალური პარტნიორია MYHOME , რომელიც თავის მხრივ უძრავი ქონების ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს. myhome 9 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მიზნად ისახავს უძრავი ქონების ბაზრის სექტორის განვითარებას ელექტრონულ სივრცეში.
არეა ექსპო - უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ის სივრცე და პლატფორმაა, სადაც წელიწადში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში, უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი მოთამაშეები: დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტორები და საპროექტო კომპანიები, ინვესტორები და საცალო მომხმარებლები ერთ სივრცეში იყრიან თავს. ღონისძიების მსვლელობისას დეველოპერული კომპანიები პოტენციური მყიდველების წინაშე სპეციალური ფასით, პირობებითა და აქციებით წარდგებიან.
ამ ორი ოფლაინ და ონლაინ პლატფორმის გაერთიანებამ ღონისძიებას კიდევ უფრო დიდი არეალი და გასაქანი მისცა. რაც ცალსახად საინტერესოა, როგორც მონაწილე დეველოპერებისთვის, ასევე უძრავი ქონების შემძენთათვის. აღნიშნული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ჯერ კიდევ არეა ექსპომდე, უძრავი ქონების მაძიებელთა და მონაწილე დეველოპერთა დაკავშირებას ონლაინ სივრცეში. კერძოდ, MYHOME დეველოპერების მოდულში ჩართულ კომპანიებსა და არეა ექსპო 2020 -ის მონაწილეებს, სთავაზობს მომხმარებლების ინფორმირებას პირდაპირი კომუნიკაციის სახით და ამით ადგილზე - არეა ექსპოზე გაყიდვების პოტენციალის გაზრდას.
დეველოპერების მოდული MYHOME-ის პლატფორმაშივე ჩაშენებული სივრცეა, რომელიც წარმოადგენს დეველოპერული კომპანის ვებ-გვერდს და განკუთვნილია მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის. მოდულის დახმარებით ბიზნესი სრულყოფილად წარმოაჩენს თავისი ბრენდის უპირატესობებს, დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, ახლოს მდებარე ობიექტებს, ჩაბარების შემდგომ მომსახურებებსა და სხვა მახასიათებლებს.
(R)