თბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება – საკრებულო

თბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება – საკრებულო

access_time2022-08-08 16:00:00

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.


აღნიშნული ინიციატივა დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.


საკრებულოს ინიციატივით, ამ ეტაპზე, 15 გეოგრაფიული ობიექტის სახელდება განხორციელდება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება; საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა; ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება. ამავე ომში გარდაცვლილი ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება კი სამგორის რაიონში განხორციელდება.


როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, თუმცა ამავდროულად იგი გმირობასა და თავდადებასთან ასოცირდება. მისივე თქმით, საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.



„თოთხმეტი წლის წინ, დღევანდელ დღეს, ჩვენმა გმირებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. ეს დღე გმირობის, ერთიანობის და თავდადების ნათელი მაგალითია. ჩვენ მათ გმირობას არასდროს დავივიწყებთ. საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად თბილისში ქუჩების სახელდება განვახორციელოთ. ეს არის ის მცირედი, რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვიძლია. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.


ქართველი მებრძოლების თავდადებაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემაც ისაუბრა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხდომაზე მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.


„2008 წლის, 8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ამ დღის ტკივილი არასდროს განელდება. ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა მათთვის, ვინც ომში ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგა. აგვისტოს ომის გმირების სახელების უკვდავსაყოფად, ჩვენი გადაწყვეტილებით, თბილისის 15 ქუჩას, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სახელები მიენიჭება. 2008 წლის რუსეთის აგრესიას სულ 184 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. ამ დროისთვის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ უკვე 27 მებრძოლის სახელობის ქუჩის სახელდება განახორციელა. დღეიდან ამ სიას კიდევ 15 ქუჩა შეემატება. პროცესი გრძელდება და ჩვენი მხრიდან ყველა გმირის ღვაწლი დაფასდება“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.


სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღეს განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.




თეგები:
ომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up