თბილისსა და რეგიონებში მდებარე საბჭოთა დროინდელ შენობებს ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვთ

თბილისსა და რეგიონებში მდებარე საბჭოთა დროინდელ შენობებს ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვთ

access_time2021-10-11 13:00:59

თბილისსა და რეგიონებში მდებარე საბჭოთა კავშირის დროინდელ საცხოვრებელ კორპუსებს ვადა მასობრივად გაუვიდა, ზოგს ორმაგადაც კი, რაც მათ უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ყველაზე მეტი საფრთხე ამ მხრივ  ე.წ. ,,ხრუშჩოვკებს“ უკავშირდება. თბილისის მასშტაბით, ასეთი დაახლოებით 520-მდე კორპუსია, რომელიც ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, არქიტექტურის დოქტორი მერაბ ბოლქვაძე საუბრობს.  



,,საბჭოთა პერიოდის მრავალი სხვადასხვა ტიპის სახლია, რომლებსაც ექსპლუატაციის  ვადა გაუვიდა, მაგრამ ,,ხრუშჩოვკებთან“ დაკავშირებით საქმე ყველაზე რთულადაა. ეს არის  ადრეული პერიოდის ასეულობით შენობა, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს. სულ 520-მდეა მათი რაოდენობა, რამდენიმე შენობა აშკარად ავარიული იყო,  გაიყვანეს ხალხი და ააშენეს ახალი. რაც შეეხება სხვა საბჭოთა პროექტებს, რამდენიმე ათასია თბილისის მასშტაბით. ყველა მათგანს ყურადღება და დაკვირვება სჭირდება, ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს“, - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.



იგი, ამავე დროს, ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაზიანება კონსტრუქციის რღვევას შეიძლება უკავშირდებოდეს ან გაზის აფეთქებას, რასაც საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს.



,,პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა ასეთი სრული დანგრევა მოხდა.  ალბათ აფეთქება მოხდა ან კონსტრუქციის დაზიანება. ამიტომ, სანამ  დაშენება გადაწყდება, წინასწარ მყარი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. მთელი მსოფლიო ცდილობს სეისმომდგრადობისა და უსაფრთხოების მიზნით, შენობების წონა შეამცირონ, მათ შორის, იაპონიაც. ნაკლებწონიანი შენობები სეისმომდგრადობის მხრივ უფრო ამტანები არიან.  ყოველი დაშენება წონის ზრდაა. ბათუმის შემთხვევაში, ჩაშლილია მთლიანად მთელი სადარბაზო, მაგრამ ზუსტად რა მოხდა, მოკვლევა ჩატარდება და  ექსპერტიზა გასცემს პასუხს“, - აცხადებს მერაბ ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“.

 



ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ აუცილებელია ჩატარდეს შენობების აუდიტი ქვეყნის მასშტაბით, რათა ყველა შენობას ჰქონდეს თავისი პასპორტი, როგორც ადრე ხდებოდა და დასკვნა გაკეთდეს თითოეულ სახლზე.



,,20 წელი მაქსიმალური ვადაა, რამდენ ხანსაც საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსები გაძლებენ. ზოგიც რაც შეიძლება მალე დასაშლელია. ამისთვის უნდა ჩატარდეს აუდიტი და საფუძვლიანი მოკვლევა. რატომღაც დაგვავიწყდა, რომ სამშენებლო კულტურა არ არის მხოლოდ მშენებლობა, არამედ მართვაა, რაშიც  ძალიან ჩამოვრჩებით.  საბჭოთა პერიოდიდან შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ შენობების უსაფრთხოება მაშინ მაღალ დონეზე იდგა. მაშინდელი კორპუსების უმეტესობა, ძირითადად,  გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. მშენებლობის პროცესი აქტიურად  გრძელდებოდა 80-იან წლებამდე. თავდაპირველად ეს იყო მსხვილპანელოვანი შენობები, მერე - ბლოკური. ზოგიერთის ვარგისიანობის ვადა 30 წელი იყო, გააჩნია პროექტს, მაგრამ ზოგს ვადა ორმაგად გაუვიდა“, - ამბობს ვარდოსანიძე.



როგორც ურბანისტი განმარტავს, სახლის ტექნიკურ მდგომარეობას მხოლოდ პროექტი არ განსაზღვრავს. დიდი მნიშვნელობა აქვს მშენებლობის, მასალის ხარისხს, გეოლოგიურ პრობლემას და სხვა კომპონენტებს, რისი გათვალისწინებაც მშენებელს მოეთხოვება.

 


სპეციალისტების ნაწილი ამბობს იმასაც, რომ შენობების მდგრადობის მხრივ ქვეყანაში დიდი რისკებია. ეს ეხება არა მხოლოდ საბჭოურ პროექტებს, არამედ ახალ შენობებსაც, რომლის ხარისხი სერიოზულ ეჭვს იწვევს. მშენებელთა ლიგის თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის განცხადებით, დროულად თუ არ მიიღებენ ზომებს, ბათუმის შემთხვევა არ იქნება უკანასკნელი.  შეიძლება მსგავსი ფაქტი ნებისმიერ მომენტში გაჩნდეს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დედაქალაქშიც.

 


,,დღესდღეობით ძველი თუ ახალი შენობები ლაბორატორიულად არ შემოწმებულა. ამას წლების წინ მშენებლობის სამინისტრო აკეთებდა. მისი გაუქმება დიდი შეცდომა იყო. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, პირველი რაც გააკეთა,  მშენებლობის სამინისტრო გააუქმა. იგივე მოხდა იმ პერიოდში უკრაინაშიც. თუმცა  იქ ეყოთ ჭკუა და წელიწადნახევარში აღადგინეს.  17 წელი გავიდა და ჩვენ ამ საკითხს ვერ მივხედეთ.  სამშენებლო კომპანიების მხრიდან უამრავი შემთხვევაა, რომ გადაიხადეს ფული და იყიდეს მშენებლობის ნებართვა, უსაფრთხოებაზე არავინ იზრუნა. ბათუმში დანგრეული შენობა დაახლოებით 50 წლისაა. ეტყობა, ისე მოხდა დაშენება, მერე კი საყრდენი კედლის დარღვევა, რომ არავინ შეამოწმა წინასწარ, ძველი შენობა იყო, ისედაც ძლივს ედგა სული და ვერ გაუძლო“, - ამბობს საკანდელიძე ,,კომერსანტთან“.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, ბათუმში, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა 10 ადამიანი. დაიღუპა - 9, აქედან 3 დაღუპული ბავშვია. საავადმყოფოშია მოთავსებულია 37 წლის კაცი. 

ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყანა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს გლოვობს.

ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დროშები ღამის 00:00 საათიდან დაუშვეს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up