თბილისსა და მადრიდს შორის შესაძლებელია, პირდაპირი რეისები დაინიშნოს

თბილისსა და მადრიდს შორის შესაძლებელია, პირდაპირი რეისები დაინიშნოს

access_time2019-09-30 22:00:01

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე მადრიდში ავიაკომპანია „სვიფტეარის“ (Swiftair) წარმომადგენლებს შეხვდნენ. „სვიფტეარი“ ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ეარ ევროპას“ (Air Europa) პარტნიორია.

 

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ესპანური ავიაკომპანიის ხელმძღვანელები საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდნენ. ავიაკომპანია „სვიფტეარისა“ და „ეარ ევროპას“ პარტნიორობით მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ავიარეისების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით თემის შესწავლა დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართულია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო.

 

„ესპანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი ტურისტული ბაზარია. როგორც იცით, ესპანელი ტურისტები გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით, სწორედ ამიტომ ჩვენ ესპანეთში აქტიური კამპანია დავიწყეთ. მადრიდში ესპანეთის წამყვანი ტუროპერატორებისათვის ჩვენ პრეზენტაციები გავმართეთ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას, რაც თავის მხრივ სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის მიმართულებით. ჩვენ შევხვდით ესპანეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებს. დაინტერესება არის ძალიან დიდი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


 

 

1TV





„თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს“-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

„თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს“-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 13.6%-ით და ჯანდაცვაზე - 7.5%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 13.6%-ით და ჯანდაცვაზე - 7.5%-ით გაიზარდა
access_time2020-07-03 11:30:24
2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up