მთავრობამ "საქართველოს კაპიტალს" ქარის ელექტროსადგურების კონცეფცია დაუმტკიცა, რაც ჰოლდინგის ცნობით, არის მნიშვნელოვანი წინაპირობა სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის მისაღებად.
თბილისსა და კასპში ჯამში 108 მეგავატი სიმძლავრის სადგურები უნდა განთავსდეს.ორივე სადგური ექსპლუატაციაში 2022 წლის მეორე ნახევარში უნდა შევიდეს.
შეგახსენებთ, "საქართველოს კაპიტალმა" გორში მდებარე ქარის სადგურიც შეიძინა.
gbc.ge