თბილისსა და ბათუმში „ხეირი ნახეს“ მაღაზიების გახსნა იგეგმება

თბილისსა და ბათუმში „ხეირი ნახეს“ მაღაზიების გახსნა იგეგმება

access_time2022-01-24 10:30:00

შემოდგომაზე თბილისსა და ბათუმში „ხეირი ნახეს“ მაღაზიების გახსნა იგეგმება.

როგორც კომპანიის დირექტორი ნინო ზერაგია აცხადებს, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიმდინარე წლის მარტიდან აჭარაში (ბათუმი) „ხეირი ნახეს“ ცენტრალური საწყობი ამოქმედდება.

მისი განცხადებით, კომპანია 2019 წელს დაფუძნდა და საკვები პროდუქტით, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულით კაფე-ბარებს, რესტორნებსა და სასტუმროებს ამარაგებდა. დღეს კომპანია მომხმარებელს პროდუქციის ონლაინ მიწოდების სერვისს სთავაზობს. თბილისში მიწოდების საფასური 3 ლარი, რეგიონებში კი - 5 ლარია.

„პანდემიამ, გამოცხადებულმა ლოქდაუნმა იძულებული გაგვხადა, შეგვეჩერებინა საქმიანობა, დავითხოვეთ თანამშრომლები. ამის შემდეგ მოგვივიდა იდეა, გაგვეკეთებინა იგივე სახის მომარაგება თბილისის მოსახლეობისთვის, რადგან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების უმრავლესობას პროდუქტის დეფიციტი შეექმნა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობას დამატებით დისკომფორტს უქმნიდა. შევქმენით გვერდი, დასახელებაზე ბევრი არ გვიფიქრია, ბაზარში პროდუქტის შეძენისას ხშირად მესმოდა სამადლობელი „ხეირი ნახე,“ - აცხადებს ზერაგია.

მისივე განცხადებით, კომპანია სწრაფად გაიზარდა და სახელიც სწრაფად მოიხვეჭა.


„ხეირი ნახეს“ დირექტორი აცხადებს, რომ რაიმე წინასწარი გათვლა ან ბიზნეს გეგმის შედგენის დრო ფაქტობრივად არ იყო.

„ლოქდაუნის გამოცხადებიდან 1 კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება და რისკების გაუთვალისწინებლად დავიწყეთ მუშაობა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენს სახლში მიტანის სერვისზე მაღალი მოთხოვნაა, პირველ რიგში ჩვენი უპირატესობა პროდუქტის ხარისხია, მომხმარებლამდე მიდის უკვე გადარჩეული, ჯანსაღი პროდუქტი. ასევე კომფორტია პროდუქტის სახლის კარამდე მიწოდება,“ - აცხადებს ზერაგია.

კომპანია დაახლოებით 30 მეწარმესთან თანამშრომლობს. აქედან ნაწილი რეგიონებიდანაა, ნაწილი კი ადგილობრივი იმპორტიორია.

„დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდოს და სტარტაპერი მეწარმეების ან ფერმერების ყოველ შეთავაზებას გულისხმიერებით ვიღებთ და უსასყიდლოდ ვეხმარებით მათ პოპუარიზაციაში ჩვენი გვერდის დახმარებით და ხელს ვუწყობთ პროდუქტის რეალიზაციაში,“ - აცხადებს ზედაგია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up