თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას

თბილისსა და ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ნოვას" სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა

access_time2020-06-04 12:00:08

თბილისსა და ბათუმში კომპანია „ნოვას" სამშენებლო და სარემონტო მასალების 2 ახალი მეგაცენტრი გაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეგაცენტრების მოწყობა ჯამში 3 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 1.5 მილიონი ლარია.


2020 წლამდე „ნოვა" ძირითადად B2B ბიზნესით იყო დაკავებული. 1 წლის წინ კი კომპანიამ თბილისსა და ბათუმში კომფორტული და კონკურენტუნარიანი მეგაცენტრების შექმნა გადაწყვიტა. ახალ ეტაპზე გადასასვლელად განახლდა კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილი და სტრატეგია, საბოლოოდ კი, EBRD-ის ევროპელი კონსულტანტების ჩართულობით, სრულიად ახალი კონცეფციის 2 მეგაცენტრი შეიქმნა.


„ნოვას" მეგაცენტრებში თბილისსა (8000 კვ.მ) და ბათუმში (8000 კვ.მ) 35 000-ზე მეტი დასახელების, როგორც საკუთარი წარმოების, ასევე იმპორტირებული სამშენებლო-სარემონტო პროდუქციაა განთავსებული.



მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია „ნოვამ" ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და ახალ მეგაცენტრებში დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა. ჯამში კომპანიაში 420 ადამიანი მუშაობს.


კომპანია „ნოვა" სამშენებლო მასალების ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. 2011 წლიდან საკუთარი საწარმოო ხაზები გახსნა და ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდება. გარდა საწარმოო ხაზისა, „ნოვა" აქტიურად ახორციელებს იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს სამშენებლო სფეროში საერთაშორისო დონის ბრენდებს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up