თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება

თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება

access_time2020-10-23 11:55:44

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია,  დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმას, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, ავტობუსების განახლების პარალელურად დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურაც წესრიგდება.


„ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, თუ რატომ  არ შემოვიდა ჯერ ავტობუსები და მერე არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი.  ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები და ამ პროექტის და რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად კეთდება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც დაწყებულია და ძალიან მალე, მთლიანად პარკი იქნება განახლებული. ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის, პრობლემაა ეკოლოგიური და ვიზუალური თვალსაზრისით ქალაქისთვის მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ასეთი, ევროპული ტიპის, ევრო 6-ის ავტობუსებით. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება, ჩნდება ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული“,- განაცხადა კახა კალაძემ.


ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით; სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად;  დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; აქვს როგორც  საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე  usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.


ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც დაიწყება კომპანია „სისტრას“ მიერ შემუშავებული  ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი.



გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ევრო 5 ემისიის,  ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი.


აღნიშნული მიკროავტობუსი,  დასაჯდომი ადგილების მიხედვით,  გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების  ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აღნიშნული მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.


„მძიმე სურათია ე.წ. ყვითელი მარშუტკების  თვალსაზრისით, რომელიც მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. მათი გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. შესაბამისად ხდება ასევე მიკროავტობუსების განახლება. დღეის მდგომარეობით 200 ერთეული მიკროავტობუსი არის შემოყვანილი, თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული მოემსახურება თბილისს და  ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება. რაც შეეხება ზოგადად მიკროავტობუსებს, დაახლოებით 3000 მიკროავტობუსი  გადაადგილდებოდა ქალაქში სხვადასხვა უბნებსა და რაიონებში. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში  ეს ციფრი განახლდება და დაახლოებით 1500-1200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან  მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები.


თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შეისყიდა და ექსპლუატაციაში გაუშვა  143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი (CNG ძრავზე მომუშავე); 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე); 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე).


2021 წელს, ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.



თეგები:
ავტობუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up