საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

access_time2022-01-19 18:00:57

2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.

 


2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი თბოსადგური აშენებულა. წარმადობის უკეთეს კლიმატურ პირობებსა და ენგურჰესის რეაბილიტაციას უკავშირდება. თუ 2020 წელს ენგურჰესმა სულ 2.7 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, 2021 წელს მისი გენერაცია, სამთვიანი გაჩერების მიუხედავად, 29.6%-ით 3.5 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ყველა ჰესის წარმადობა ამდენივეთი გაიზრდება, გასათვალისწინებელია სეზონურობაც. 2020 წელს ჟინვალჰესმა სულ 206 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, 2021 წელს კი ყოველგვარი რეაბილიტაციის გარეშე 46.6%-ით მეტი - 302 მლნ კვტ/სთ. 18-მა სეზონურმა (უწყალსაცავო) ჰესმა 2020 წელს 3.5 მლრდ კვტ/სთ აწარმოა, 2021 წელს კი 14.3%-ით მეტი - 4 მლრდ კვტ/სთ. 640-დან 842 მლნ ლვტ/სთ-მდე გაიზარდა მცირე სიმძლავრის (13 მგვტ-მდე) ჰესების ჯამური გენერაციაც.

 


მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს 2010 წელთან შედარებით ბევრად უფრო მეტი გენერაციის ობიექტი იყო: დარიალჰესი, ფარავანჰესი, ლარსიჰესი, შუახევჰესი, მესტიაჭალაჰესი... 2010 წელს საუკეთესო კლიმატური პირობების შედეგად ჰესებმა სულ 9.375 მლრდ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლეს, 2020 წელს კი კლიმატური პირობებით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ წელს - 8.248 მლრდ კვტ/სთ, 2021 წელს - 10.182 მლრდ კვტ/სთ.

 



თბოსადგურების გამომუშავება 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 440 მლნ კვტ/სთ-ით 2.380 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა. 8 მლნ კვტ.სთ-ით 83 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა ქართლის ქარის ელექტროსადგურის გენერაციაც, მაგრამ რადგან მისი მთლიან გამომუშავებაში წილი 0.7%-ზე ნაკლებია ასეთ კლებას ბალანსზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

 


მოხმარება ყველაზე მეტად - 15.8%-ით 2.956 მლრდ კვტ/სთ-მდე ოკუპირებულ აფხაზეთში გაიზარდა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გასულ წელს აფხაზეთი რუსეთიდანაც მომარაგდა რეგიონში მოხმარებამ რეალურად 3  მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. აფხაზეთში მოხმარება 1 სულ მოსახლეზე შვეიცარიისა და ლუქსემბურგის მაჩვენებელს აჭარბებს, რაც სინამდვილეში ძალიან მაღალი დანაკარგებისა და კრიპტომაინინგით არის გამოწვეული.

 


ოკუპირებული აფხაზეთის გარდა მოხმარება 1.2 მლრდ კვტ/სთ-ით დანარჩენ საქართველოშიც გაიზარდა. ეკონომიკის თუნდაც დაბალი ტემპით ზრდასთან ერთად მოხმარების შემდგომი ზრდა გარდაუვალია, ეს კი გენერაციის ახალი ობიექტების გარეშე ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს ხდის.

 


2021 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი 234 მლნ კვტ/სთ-ით 391 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურ ჭრილში უფრო მასშტაბური იმპორტის ზრდა აღმოჩნდა. 2021 წელს საქართველომ 2020 წელთან შედარებით 394 მლნ კვტ/სთ-ით მეტი 2.006 მლრდ კვტ/სთ-ის იმპორტი განახორციელა, მათ შორის 1.245 მლრდ კვტ/სთ რუსეთიდან საიდანაც 993 მლნ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. მიუხედავად დათქმისა, თბილისმა აფხაზეთისთვის 84 მლნ კვტ/სთ დეკემბერშიც შეიძინა. იანვარ-ნოემბერში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი სულ $41 მლნ-ზე მეტი დაუჯდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up